„ცრუპენტელების შენახვა ტელეკომპანიების მეპატრონეებსაც ყელში ამოუვიდათ და ახლა ამ პროცესს ვადევნებთ თვალს „მთავარ არხთან“ დაკავშირებით“

„ცრუპენტელების შენახვა ტელეკომპანიების მეპატრონეებსაც ყელში ამოუვიდათ და ახლა ამ პროცესს ვადევნებთ თვალს „მთავარ არხთან“ დაკავშირებით“

„მთავარ არხის“ ირგვლივ რამდენიმე თვის წინ დაწყებული დავა შესაძლოა, არხის დახურვის საფუძველი გახდეს. როგორც „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, თანადამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი ეტაპობრივად ხურვას არხს. განცხადების მიხედვით, „მთავარი არხი“ უკვე გაითიშა ყველა მომხმარებლისთვის, ვინც სიგნალს საქართველოს რეგიონებში ან საზღვარგარეთ სატელიტის საშუალებით იღებდა.

არხის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ თებერვლის დასაწყისიდან მათი სიგნალი გაითიშება საკაბელო ტელევიზიების დიდი ნაწილისთვისაც.

„ზაზა ოქუაშვილის მცდელობით, უკვე ერთი თვეა ეთერში აღარ გადის რეკლამა და არხმა დაკარგა ყველა სპონსორი, რადგანაც გაყიდვების სახლთან კონტრაქტი ამოიწურა, მისი განახლების საშუალებას კი, ისევ ოქუაშვილის მითითებით, მისი დირექტორი, გოგი ქურდაძე არ იძლევა.

„მთავარ არხს“ შეუწყდა რეიტინგების მაჩვენებელთა მიწოდებაც, ჟურნალისტები კი, ძირითად შემთხვევებში, ვეღარ ახორციელებენ პირდაპირ ჩართვებს მოვლენათა ეპიცენტრებიდან, ვინაიდან ჩართვის აპარატების სერვისი გადაუხდელობის გამო აგრეთვე გათიშულია“, - წერია განცახდებაში.

მთავარ არხზე დაპირისპირება დეკემბერში დაიწყო. თუმცა როგორც არხის მენეჯმენტი ამბობს, ეს დაპირისპირება უკვე დიდი ხანია რაც არსებობს, რომელიც საჯარო მხოლოდ ახლა გახდა.

„მთავარი არხის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ 11 დეკემბერს გააკეთა განცხადება, რომ არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, „მთავარი არხი“ დახუროს. მისი თქმით, ოქუაშვილი აკეთებს იმას, რაც „ძალიან სჭირდება ბიძინა ივანიშვილს“.

თავის მხრივ ბრალდებას ზაზა ოქუაშვილმა 12 დეკემბერს უპასუხა და განაცხადა, რომ მას არ მიუღია ტელეკომპანიის დახურვის გადაწყვეტილება. მისივე თქმით, მისი სურვილია, არხმა შეუფერხებლად განაგრძოს მუშაობა სრული შემადგენლობითა და მენეჯმენტით, „რომელიც არ ეცდება ტელეკომპანიის ხარჯზე პირადი სიმდიდრის დაგროვებას“. ოქუაშვილი ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას არხის გაკოტრებაში და ფულის მითვისებაში ადანაშაულებს.

„მთავარი არხის“ პრობლემა არის ის, რომ დირექტორებმა – ჯერ ნიკა გვარამიამ და შემდეგ გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანია მიიყვანეს გაკოტრებამდე. მათი საქმიანობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება ამოეფარო მედიას და ძარცვო ტელეკომპანია თანამშრომელთა მოთმინებისა და ქვეყანაში მიმდინარე ვითარების ხარჯზე, გამოიყენო და გადააქციო ტელევიზია საერთაშორისო მასშტაბით მილიონობით დოლარის გათეთრების მანქანად.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ მე პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ ვაწარმოებ რამდენიმე მიმდინარე საერთაშორისო დავას და კომიკური და ლოგიკას მოკლებულია გიორგი გაბუნიას მიერ ჩემს მიმართ გამოთქმული ცუდად შეფუთული ბრალდება ჩემი ივანიშვილთან რაიმე კავშირის შესახებ. მე, პირიქით, დავსვამდი შეკითხვებს ნიკა გვარამიას უხვი და დაუბრკოლებელი დაფინანსების წყაროებისა და საკითხს „მთავარ ოპოზიციურ პარტიად“ ქცევის შესახებ.

როგორც ჩანს, „მთავარი არხის“ ყოფილი და მოქმედი დირექტორები ხელსაყრელ მომენტს ეძებდნენ და ამისათვის სამწუხაროდ, შეარჩიეს სწორედ ის მძიმე პერიოდი, რომელიც დღეს საქართველოში დგას“, - ამბობს ოქუაშვილი.

მისივე თქმით, ნიკა გვარამია „მთავარი არხიდან“ ხელფასის სახით, ყოველთვიურად 80 000-მდე ლარს იღებს.

ამ დაპირისპირების შემდეგ კი ტელევიზიის დირექტორის პოსტი გიორგი გაბუნიამ დატოვა. ასევე, არხი დატოვეს ნანუკა ჟორჟოლიანმა და ლელა წურწუმიამ. ჯერჯერობით გაურკვეველია რა ბედი ელის „მთავარ არხს“.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ „მთავარ არხზე“ მიმდინარე პორცესები იმის ნათელი მაგალითია, როგორ შეიძლება მედია პროპაგანდამ და ტყუილების კანტორამ საკუთარ თავი თავადვე ამოჭამოს. აბაშიძე მიიჩნევს, რომ ოქუაშვილსა და გვარამის შორის დაწყებული დავა არახალია. გვარამია ამ ტელეკომპანიიდან კოლოსალურ თანხებს იღებდა და დიდი ოდენობით ფულის გაფლანგვაშია ეჭვმიტანილი.

„საუბარი ახლა იმაზე, თითქოს ზაზა ოქუაშვილი „ოცნებასთან“ არის შეკრული და ეს პროცესი რაც „მთავარ არხთან“ დაკავშირებით მიდის, ხელისუფლების მხრიდან არის პორვოცირებული, სრული სისულელეა. მისი ოჯახი დღემდე ხელისუფლებასთან არის დაპირისპირებული. რაც შეეხება თავად ოქუაშვილის ბრალდებას, რომ ნიკა გვარამიას ასტრონომიული ხელფასი ჰქონდა, ეს შიდა კულუარებიდანაც დიდი ხანია ცნობილია. ისე, როგორც სხვადასხვა სახის სახელფასო, არარეალისტური განაკვეთები არსებობს. მაგალითად, იგივე ხდება „ფორმულაზეც“ და „ტვ პირველზეც“. იმდენად კატასტროფული სხვაობაა და არარელაურია თანამშრომლების ფინანსური ანაზღაურება და მათ შორის სხვაობა, არანაირ სოციალურ სამართლიანობაზე არ შეიძლება ილაპარაკო. რაც შეეხება „მთავარი არხის“ დახურვის შესაძლებლობას, იმედია, თავად ეს დეზინფორმატორები არ გაავრცელებენ ისეთ ყალბ ნარატივს, რომ „ოცნება“ თავისუფალ მედიას ავიწროვებს. ეს ტელეკომპანია არის იმის ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ფეიკნიუსებზე და ტყუილებზე აგებულმა მედიამ საკუთარი თავი თავადვე ამოჭამოს“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ჩვენ ეს ბარლდებები დიდი ხანია გვესმის უსინდისო ევროპარლამენტარებისგანაც - თითქოს საქართველოში სიტყვის თავისუფლება შევწიროვებულია. რეალურად კი იმდენად ბევრი ოპოზიციური არხია, რომ შეუძლებელია ე.წ. ავტოკრატიულ რეჟიმში ამდენი მედია არსებობდეს.

„ჩვენ ვიცით ამ ტელევიზიების რეალური დანიშნულება და მიზნები, რომელიც დიდი ხანია ვერაფრით შეასრულეს. ესენი არიან რადიკალური პარტიების რუპორები, რომელთაც მედიასთან და ჟურნალისტობასთან არაფერი აქვთ საერთო. თუმცა ინტერნეტ სამყაროში, სადაც ახალგაზრდების და მოსახლეობის უმრავლესობა ინფორმაციას ტელეფონის, კომპიუტერის და სოციალური არხების საშუალებით იღებს, მათ ტყუილებს ასე მარტივად არ იჯერებენ. შესაბამისად, ადამიანების გონების გამორეცხვას, დეზინფორმაციულ ძალადობას ვეღარ ახერხებენ. ამიტომ მათმა მეპატრონეებმა, გადაწყვიტეს, რომ ფულის ყრა და ხარჯვა აღარ უღირთ. ამდენი მუქთამჭამელის შენახვა აღარ უნდათ. ასევე ბიზნესმენები, რომელთაც უნდათ, რომ საკუთარი პროდუქცია წესიერ მედია პლატფორმაზე გაარეკლამონ და გაყიდონ, იმ არხებს აღარ მიმართავენ, რომლებიც საზოგადოების მხრიდან ტყუილებსა და დეზინფორმაციაში არიან შემჩნეულები.

ამიტომ ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ამდენი მატყუარა ტელევიზიის შენახვას ურჩევნიათ, ერთი დატოვონ. როგორც ჩანს, ასეთი იქნება „ტვ პირველი“, რომელსაც ხაზარაძე აფინანსებს. დანარჩენები, „მთავარი არხი“ და „ფორმულა“ საკუთარი მეპატრონეების გადაწყვეტილებითვე, ალბათ, მალე დაიხურება“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ეს ძალიან კარგია მედიაგარემოს გასაუმჯობესებლად, რომელსაც ამ ტელევიზიებმა სახე სრულიად დაუკარგეს.

„ალბათ, მკითხველს ახსოვს, როგორ ატყუებდნენ ხალხს და საკუთარ ამომრჩეველს, პირველ რიგში, ვითომ დასავლეთიდან კოლონებად აქციაზე ხალხი მოედინებოდა. არადა ყველამ იცის, რომ შაბათ-კვირას ქალაქიდან გასული მოსახლეობა უკან ბრუდება და მუდმივად ასეთი საცობებია. ამიტომ ცრუპენტელების შენახვა ტელეკომპანიების მეპატრონეებსაც ყელში ამოუვიდათ. აი, ახლა ამ პროცესს ვადევნებთ თვალს „მთავარ არხთან“ დაკავშირებით“, - ამბობს აბაშიძე.

trampi იმიტომაც მიადგნენ საზოგადოებრივ არხს--ეხლა ეგ მოგვეცითო
ცრუპენტელა არხები თავზე ეხურებათ და აბა რაღა ქნან??--- დარჩათ ერთი გრიგოლია
21 საათის უკან
დოი საოცარია როცა უზარმაზარი დავალიანების მქონე ტელევიზია ამდენ ხანს კიდევ მუშაობდა.ამათ და ფორმულას ჟურნალისტებს ეტყობა მართლა მიზანში აქვთ ამოღებული საზმაუ,ადგილებს ჯავშნიანი სახვალიოდ!... P.S. ისე ირმა დოხაძესვრომ ვუყურებ აქციებზე სასაცილოდ არ მყოფნის და ყველა მაპროტესტებლის შესახებ ერთი აზრი მრჩება,ოჯახის შემოსავლები უპირველეს ყოვლისა,სამშობლო კი ფარია!
11 საათის უკან