აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც არასრულწლოვანებში ქიმიურ კასტრაციასა და სქესის შეცვლის მიზნით სხვა სამედიცინო მანიპულაციებს კრძალავს.
„დღეს მხვდა წილად ხელი მოვაწერო ბრძანებას, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში უდანაშაულო ბავშვების ქიმიურ კასტრაციას და სამედიცინო დასახიჩრებას კრძალავს. ჩვენი ქვეყანა აღარ დააფინანსებს, დაასპონსორებს, ხელს შეუწყობს ან მხარს დაუჭერს ე.წ. „გენდერის დამკვიდრების დახმარებას“, რომელმაც ბევრი ძვირფასი სიცოცხლე უკვე გაანადგურა“, - დაწერა ტრამპმა.
როგორც ამერიკის ლიდერმა განმარტა, მისი ბრძანება უკრძალავს სხვადასხვა სააგენტოს ფინანსური დახმარების გაწერას ისეთი დაწესებულებებისთვის, სადაც ხსენებულ სამედიცინო პროცედურებს ატარებენ.