დავით მათიკაშვილი 6 მილიარდიან ინვესტიციაზე: უპრეცედენტო ინვესტიცია გულისხმობს ჩვენი ეკონომიკის წახალისებას, ეკონომიკური წინსვლის გაღრმავებას

დავით მათიკაშვილი 6 მილიარდიან ინვესტიციაზე: უპრეცედენტო ინვესტიცია გულისხმობს ჩვენი ეკონომიკის წახალისებას, ეკონომიკური წინსვლის გაღრმავებას

უპრეცედენტო ინვესტიცია გულისხმობს ჩვენი ეკონომიკის წახალისებას, ეკონომიკური წინსვლის გაღრმავებას, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა 6 მილიარდიან ინვესტიციასთან დაკავშირებით.

„უპრეცედენტო ინვესტიცია გულისხმობს ჩვენი ეკონომიკის წახალისებას, ეკონომიკური წინსვლის გაღრმავებას. შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, გაკეთდება ახალი პლაცდარმი იმისთვის, რომ ქვეყანამ ეკონომიკურად კიდევ უფრო მეტად წაიწიოს წინ და განვითარდეს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

საქართველოში მსოფლიოში ცნობილი - Emaar ჯგუფის შემოსვლით ხელისუფლება და ეკონომისტები მრავალმხრივ დადებით ეფექტს ელიან. ახალი სამუშაო ადგილები, მეტი ტურისტი, საინვესტიციო რუკაზე უფრო თვალსაჩინო ადგილი და ეროვნული ვალუტის გამყარებაც.