ირაკლი ქადაგიშვილი ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე: ეს არის გარკვეულწილად ერთგვარი ქართული სახელმწიფოს, თუ „ქართული ოცნების“ და ზოგადად, საქართველოს მიმართ ერთგვარი პოლიტიკური შურისძიება

ირაკლი ქადაგიშვილი ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე: ეს არის გარკვეულწილად ერთგვარი ქართული სახელმწიფოს, თუ „ქართული ოცნების“ და ზოგადად, საქართველოს მიმართ ერთგვარი პოლიტიკური შურისძიება

ეს არის გარკვეულწილად ერთგვარი ქართული სახელმწიფოს, თუ „ქართული ოცნების“ და ზოგადად, საქართველოს მიმართ ერთგვარი პოლიტიკური შურისძიება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის გადაწყვეტილებას დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით.

„უვიზო რეჟიმის შემოღებას დიპლომატიური პასპორტებისათვის აქვს თავისი სამართლებრივი განმარტება. იქვეა აღნიშნული, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ეს გაუქმდეს. არცერთი პირობა რაც ამის გაუქმებას ითვალისწინებს, არ დგას. ამიტომ ეს გადაწყვეტილება სამართლებრივად გამართული არ არის. აქ მთავარია ის, რომ ეს არის გარკვეულწილად ერთგვარი ქართული სახელმწიფოს, თუ „ქართული ოცნების“ და ზოგადად, საქართველოს მიმართ ერთგვარი პოლიტიკური შურისძიება“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა. ევროკავშირის წარმომადგენლობის განმარტებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონები უდევს.

მარბიელი ოპოც, ნეოლიბერალური დასავლეთიც, ყველა იმ იარაღით იბრძვის, რაც ხელთა აქვთ; თქვენი ბიჭობა ამ შეტევების მოგერიებაში გამოჩნდება
1 დღის უკან