ეს არავითარ გამოხატვის თავისუფლებაში არ ჯდება, ეს არის ჩვეულებრივი შეურაცხყოფა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
„რაც მალე შევიგნებთ იმას, რომ ასეთი ტიპის თავდასხმები და ბულინგი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებზე ან მათი ოჯახის წევრებზე, აუცილებლად უნდა იყოს დასჯადი და პრაქტიკაში განხორციელებული. როდესაც შენ თავს ესხმი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს, ან მისი ოჯახის წევრებს, ეს უნდა იყოს დასჯადი. გნებავთ თეორიულად ცვლილებების საფუძველზე და გნებავთ პრაქტიკაში. სხვა შემთხვევაში ამას არ ექნება დასარული“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება - ამჯერად სტრასბურგში საქართველოს დელეგაციას ე.წ. აღშფოთებული მოქალაქე მარი კაიშაური დახვდა.