აშშ, შესაძლოა, დაემუქროს უკრაინას სადაზვერვო მონაცემებით გაცვლის შეწყვეტით, რათა კიევი მოსკოვთან პოტენციურად არასასურველი გარიგების დადება აიძულოს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან უზიარებდა, მათ შორის თანამგზავრის მიერ გადაღებულ საიდუმლო ფოტომასალებს.
თებერვალში თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და უკრაინის ლიდერის ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა, ამერიკამ სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება კიევისთვის შეაჩერა.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მაშინ სადაზვერვო ინფორამციით გაცვლა მოკლე დროით იყო შეჩერებული, თუმცა, როგორც ვითარებაში ჩახედული ადამიანები ამბობენ, იმ დროიდან უკრაინისა და ამერიკის დაზვერვის თანამშრომლების ურთიერთობა, რომელიც ერთ დროს მჭიდრო იყო, გაფუჭდა.