ეს ყველაფერი ეფუძნება ფაქტებს, რეალურ მოცემულობას. ისინი ჩვენ უსაფუძვლოდ გვაკრიტიკებენ, რაც აბსოლუტურად საწინააღმდეგო არის ამ ანგარიშისა, რაც თავადვე წარმოადგინეს

ეს ყველაფერი ეფუძნება ფაქტებს, რეალურ მოცემულობას. ისინი ჩვენ უსაფუძვლოდ გვაკრიტიკებენ, რაც აბსოლუტურად საწინააღმდეგო არის ამ ანგარიშისა, რაც თავადვე წარმოადგინეს

ეს ყველაფერი ეფუძნება ფაქტებს, რეალურ მოცემულობას. ისინი ჩვენ უსაფუძვლოდ გვაკრიტიკებენ, რაც აბსოლუტურად საწინააღმდეგო არის ამ ანგარიშისა, რაც თავადვე წარმოადგინეს, - განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი ანგარიში სრულად ეწინააღმდეგება იმ კრიტიკას, რომელიც ევრიბიუროკრატებს საქართველოს მიმართ გააჩნიათ.

ეს ყველაფერი ეფუძნება ფაქტებს, ეს ყველაფერი ეფუძნება რეალურ მოცემულობას. როდესაც ისინი ჩვენ უსაფუძვლოდ გვაკრიტიკებენ, რაც აბსოლუტურად საწინააღმდეგო არის ამ ანგარიშისა, რაც თავადვე წარმოადგინეს, ამ შემთხვევაში ეს კრიტიკა არის დაფუძნებული მხოლოდ რაღაც აღქმებზე, რაც უნდათ, რომ შექმნან და რაშიც აცხოვრონ ჩვენი საზოგადოება, მაგრამ ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს თეთრს და შავს, ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა. შესაბამისად, ისინი რაღაც ბრალდებებით, რომელსაც არ მოჰყვება არანაირი ფაქტი, არანაირი მტკიცებულება, ჩვენს საზოგადოებას შეცდომაში ვერ შეიყვანენ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ევროკომისიის ანგარიშზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამრთულ ბრიფინგზე ისაუბრა.