„რადიო თავისუფლების“ ევროპული ბიუროს ხელმძღვანელმა რიკარდ იოზვიაკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მხარი დაუჭირეს.
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს ლიბერალური სავიზო რეჟიმის შეჩერებას ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის. გადაწყვეტილება ძალაში მომდევნო დღეებში შევა. სლოვაკეთი და უნგრეთი წინააღმდეგი იყვნენ“, - დაწერა იოზვიაკმა.