ზუსტად ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირში არიან, ცდილობენ, რომ ევროკავშირი გადააქციონ საბჭოთა კავშირად და ის როგორც იქცეოდა მოსკოვი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მიმართ, ასეთ დამოკიდებულებას აჩვენებენ ისინი წევრი და კანდიდატი ქვეყნების მიმართ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს არასდროს, არავისთვის მიუცია უფლება, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიოს, და ეს მოცემულობა არ შეიცვლება.
როგორც კანდიდატი ქვეყანას, ჩვენი მოლოდინები და მოთხოვნები გვაქვს ევროკავშირის მიმართ და სწორედ ეს იყო მათ შორის არჩევნებზე რეფერენდუმის სახით, რომ ჩვენ გვინდა თავაწეული, ღირსებით შევიდეთ ევროკავშირში, თუ გვინდა ჩვენ, რომ ზოგიერთმა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ მოინდომოს საქართველოს მიმართ საბჭოთა მოსკოვის როლის ჩანაცვლება. ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ზუსტად ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირში არიან, ცდილობენ, რომ ევროკავშირი გადააქციონ საბჭოთა კავშირად და ის როგორც იქცეოდა მოსკოვი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მიმართ, ასეთ დამოკიდებულებას აჩვენებენ ისინი წევრი და კანდიდატი ქვეყნების მიმართ. ქართველ ხალხს არასდროს მიუცია უფლება, არც ასოცირების შეთანხმებით, ევროკავშირის არცერთი ქვეყნისთვის, არც ბრიუსელისთვის, რომ ჩაერიოს მის შიდა საქმეებში. ამიტომ, ჩვენი მოლოდინია, რომ ის ბიუროკრატები თუ პოლიტიკოსები, რომლებიც აცდენენ ევროპულს ღირებულებებს, დაუბრუნდებიან ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს, ვინაიდან ეს არის ის საერთო პლატფორმა, რომელზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ. ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფებებისა თუ სახელმწიფოების დომინირების ქვეშ ყოფნას ქართველი ხალხი არც არასდროს დათანხმებია და ამას არც აპირებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.