საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვა ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება.
მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლას – პირველ ივნისს და მისი გარდაცვალების დღეს – 27 იანვარს.