კოლუმბია აშშ-დან იმ ემიგრანტების შეუზღუდავ მიღებას დათანხმდა, რომლებიც კოლუმბიიდან შეერთებულ შტატებში არალეგალურად შევიდნენ

კოლუმბია აშშ-დან იმ ემიგრანტების შეუზღუდავ მიღებას დათანხმდა, რომლებიც კოლუმბიიდან შეერთებულ შტატებში არალეგალურად შევიდნენ

კოლუმბია დათანხმდა აშშ-დან იმ ემიგრანტების შეუზღუდავ მიღებას, მათ შორის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებით, რომლებიც კოლუმბიიდან შეერთებულ შტატებში არალეგალურად შევიდნენ.

შედეგად, დონალდ ტრამპმა შეაჩერა კოლუმბიისთვის გამზადებული საბაჟო გადასახადი და სანქციები. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა კოლუმბიაზე სავიზო და სატარიფო შეზღუდვების დაწესების შესახებ განაცხადა.

მიზეზი კოლუმბიის პრეზიდენტის უარი იყო 2 ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის მიღებაზე, რომლებშიც აშშ-დან დეპორტირებული კოლუმბიელი მიგრანტები იმყოფებოდნენ.

გუსტავო პეტრომ დაგმო ეს ქმედება და აღნიშნა, რომ მიგრანტებს როგორც კრიმინალებს ისე ექცევიან.

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა კოლუმბიის უარს სადაც აღნიშნა, რომ ეს ქმედება შტატების უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
მან თავის ადმინისტრაციას დაუყოვნებლივ მოქმედებისკენ მოუწოდა.

ტრამპის განცხადებით, კოლუმბიის ამ ნაბიჯზე საპასუხო ზომები მოიცავდა 25%-იანი ტარიფის დაწესებას აშშ-ში შესულ კოლუმბიურ საქონელზე, რომელიც ერთ კვირაში 50%-მდე გაიზრდებოდა, კოლუმბიის მთავრობის წარმომადგენლებისთვის მოგზაურობის აკრძალვას და ვიზის გაუქმებას და საგანგებო სახაზინო, საბანკო და ფინანსურ სანქციებს.