თუ ახალი დევიდ კოპერფილდები გაჩნდებიან მათ რიგებში და ქუდიდან ამოიღებენ ახალ მტკიცებულებებს, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, მაშინ შეიძლება დაამტკიცონ, რომ არჩევნები გაყალბდა

თუ ახალი დევიდ კოპერფილდები გაჩნდებიან მათ რიგებში და ქუდიდან ამოიღებენ ახალ მტკიცებულებებს, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, მაშინ შეიძლება დაამტკიცონ, რომ არჩევნები გაყალბდა

თუ ახალი დევიდ კოპერფილდები გაჩნდებიან მათ რიგებში და ქუდიდან ამოიღებენ ახალ მტკიცებულებებს, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, მაშინ შეიძლება, რომ მათ წარმატებები ჰქონდეთ, მაგრამ ბუნებაში ხომ არ არსებობს, რომ არჩევნები გაყალბდა, ვინმეს სჯერა, თუნდაც, ამ სამი თვის გამავლობაში, რომ 300 000 - ზე მეტი ხმა გაყალბდა? ეს ხომ წარმოუდგენელია, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ოპოზიციას და მათ მხარდამჭერებს რამდენად სჯერათ ამ ყველაფრის, აქ დიდი კითხვის ნიშანია. თუ ეს უბრალოდ არის ის კონკრეტული ნარატივი, რომელიც თავს მოახვიეს ადამიანებს და მათ შორის, არც კი აძლევენ შესაძლებლობას, რომ დაფიქრდნენ? მოდით, პარალელი გავავლოთ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით - ადამიანები, რომლებიც თავის თავს ოპოზიციას უწოდებენ და რეალურად ისინი ოპოზიცია არ არიან. ისინი „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში კი არ არიან, საქართველოს ოპოზიციაში არიან. პირდაპირ ამბობდნენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ „ქართულ ოცნებას“ შევყვეთ არგუმენტებში იმიტომ, რომ არგუმენტებზე თუ ვიმსჯელებთ, ჩვენ ამაში აუცილებლად დავმარცხდებითო, ზუსტად იგივე შემთხვევა არის „არჩევნების გაყალბებასთან“ დაკავშირებით.

როდესაც ჩვენ ვამბობდით, ვითხოვდით და ახლაც ვითხოვთ, რომ თუ რაიმე გაქვთ დასამტკიცებელი, თუ რაიმე იცით, რომ არსებობს დარღვევა, აგერ არის ბატონო, ახლაც მიმდინარეობს გამოძიება გენერალურ პროკურატურაში, სადაც მათ შორის შუალედური დასკვნა იყო, რომელიც ჩვენ ყველამ ვიხილეთ პირდაპირ ეთერში და საუბარი იყო, რომ არც ერთი ასეთი მტკიცებულება არ არსებობსო. ამავდროულად სახალხო დამცველი, რომელიც ნამდვილად არ გამოირჩევა „ქართული ოცნების“ ქებით, რბილად რომ ვთქვათ, პირიქით ის არის ობიექტური და კრიტიკული. ეს ადამიანი ამბობს, რომ ფიზიკურად დამენეჯმენტებაც კი შეუძლებელია რომ 300 000 ადამიანის ხმა იყოს გაყალბებული, 17-ჯერ რომ შესაძლებელია, თურმე, ამომრჩევლის ხმის გამოყენება, რასაც სამწუხაროდ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ისევ და ისევ მოღალატეობრივად საერთაშორისო დონეზე ცირკულირებდა, დადიოდა და ამ განცხადებებს აკეთებდა.

ყველაფერი ერთად რომ შევაჯამოთ, არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, შესაბამისად რაც მტკიცებულება არ არსებობს ბუნებაში, ვერც ეს ადამიანები ვერ წარმოადგენენ. სწორედ ამიტომაც ეუთო/ოდირმა თავის დასკვნაში ერთმნიშვნელოვნად, ცალსახად, შავით-თეთრზე დაწერა, რომ არჩევნები იყო კონკურენტულ გარემოში ჩატარებული, ყველა ადამიანს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გამოეყენებინა თავისი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებამოსილება და დაეფიქსირებინა თავისი ხმა.

როდესაც ამ ყველაფერს ასე ერთი ხელის მოსმით გადაუსვამ ხაზს, რასაც აკეთებდა მაგალითად ბატონი გიორგი გახარია, რომელმაც წინასაარჩევნო პერიოდშიც კი თქვა, სულ რომ 10 ეუთო/ოდირი იყოს, მე მათ აზრს არ გავითვალისწინებო, რა თქმა უნდა იცოდა, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შემთხვევაში შეუძლებელია, რომ ვინმემ ერთი ხმის გაყალბება მაინც შეძლოს“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

 

მარბიელი არჩევნების მასიურ და შედეგებზე გავლენის მომხდენ გაყალბებას ვერავინ ვერ დაამტკიცებს, რადგან ასეთი არ ყოფილა და ზოგადად დარღვევები, მოსყიდვებიც, მომხრეთა მობილიზება ყველგან ხდება
აქ მთავარი ისაა, რომ ბარიერგადალახულ ოთხივე პარტიას უნდა პარლამენტში შესვლა, გტძნობენ რომ მათი პოზიცია უარგუმენტოა, მაგრამ დამფინანსებლები უფითილებენ ... მოთხოვნებიც არარეალური და უჭკუო აქვთ დაყენებული და ზადნს ვერ აძლევენ
12 საათის უკან