ეკონომისტი ტატო ხუნდაძე: ტრამპს არ უნდა, ისტორიაში შევიდეს იმ ადამიანად, რომელმაც პირობითად, ჩააბარა უკრაინა რუსეთს, როგორი შემთხვევაც იყო ავღანეთთან მიმართებაში

ეკონომისტი ტატო ხუნდაძე: ტრამპს არ უნდა, ისტორიაში შევიდეს იმ ადამიანად, რომელმაც პირობითად, ჩააბარა უკრაინა რუსეთს, როგორი შემთხვევაც იყო ავღანეთთან მიმართებაში

ტრამპის ადმინისტრაციის შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მას არ უნდა, ისტორიაში შევიდეს იმ ადამიანად, რომელმაც პირობითად, ჩააბარა უკრაინა რუსეთს, როგორი შემთხვევაც იყო ავღანეთთან მიმართებაში. ანუ, ის არ უნდა გამოვიდეს აქედან დამარცხებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ნიუ-იორკიდან ჩართვისას ეკონომისტმა, „The New School“-ის დოქტორანტმა, ტატო ხუნდაძემ.

მან უკრაინის ომის შეჩერების საკითხზე ისაუბრა.

„უშუალოდ ამერიკის და კონკრეტულად ტრამპის ადმინისტრაციის შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მას არ უნდა, ისტორიაში შევიდეს იმ ადამიანად, რომელმაც პირობითად, ჩააბარა უკრაინა რუსეთს, როგორი შემთხვევაც იყო ავღანეთთან მიმართებაში. ანუ, ის არ უნდა გამოვიდეს აქედან დამარცხებული. მას სურს, რომ იყოს მშვიდობის მომტანი. ეს არის ძირითადი ამბავი ამ შემთხვევაში - ძირითადი წითელი ხაზია ამერიკისთვის.

მეორე მხრივ, რაც შეეხება სხვა პრობლემებს, ცხადია, არის უკმაყოფილება უკრაინის დღევანდელი პრეზიდენტის, ზელენსკის მხრიდან, რომ მას არ სურს იმ პირობებზე დათანხმება, რასაც სთავაზობს, მათ შორის, ამერიკული მხარე. კონკრეტულად ერთ-ერთი შეთავაზება იყო - „მოდით, ან საერთოდ უარი თქვას უკრაინამ ნატოზე, ან რაღაც დროებით ეს გადაიდოს“. საუბარი იყო 20 წლის ვადით გადადებაზე და ასე შემდეგ. ერთ-ერთი პრობლემა შეიძლება ასევე იყოს, ვინ მიიღებს მონაწილეობას უკრაინის რეკონსტრუქციაში, რადგან უკრაინა ფაქტობრივად, ეკონომიკურად განადგურებულია. მისი ეკონომიკა 2022 წელს 30%-ით შემცირდა და თავად ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას შესაძლოა, დასჭირდეს აღდგენისთვის ერთი საუკუნე. ამდენად, მიდის სერიოზული მოლაპარაკებები, ვინ იქნებიან მთავარი აქტორები“, - განაცხადა ხუნდაძემ.