რვაფეხა–მკითხავს სიმღერა მიუძღვნეს [video]

რვაფეხა–მკითხავს სიმღერა მიუძღვნეს [video]

ამერიკელმა მუსიკოსმა პერი გრიპმა, პოპ–პანკ ჯგუფის Nerf Herder–ის ვოკალისტმა რვაფეხა პაულს სიმღერა მიუძღვნა. რვაფეხა, რომელიც გერმანიის ქალაქ ობერჰაუზენის ოკეანარიუმში ცხოვრობს, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების შედეგების გამოცნობით გახდა ცნობილი.

სიმღერას ეწოდა Paul The Octopus („რვაფეხა პაული“) და მისამღერში არის ფრაზა – „რვაფეხა პაულ, ჩვენ შენ გვიყვარხარ!“

პაული თავდაპირველად გერმანიის მატჩების შედეგებს იცნობდა. მოლუსკთან მიჰქონდათ კონტეინერებში მოთავსებული, ორი ერთნაირი ნიჟარა, რომლებზედაც დატანილი იყო მეტოქე ქვეყნების დროშები. პაული არჩევანს მომავალ გამარჯვებულ ქვეყანაზე აკეთებდა.

პაულმა ზუსტად გამოიცნო გერმანიის გამარჯვებები –ავსტრალიასთან, განასთან, ინგლისთან და არგენტინის გუნდთან, იწინასწარმეტყველა დამარცხებებიც – სერბეთთან და ესპანეთთან.

9 ივლისს, პაულმა ზუტად გამოიცნო ბრინჯაოსა და ოქროს მომავალი მფლობელები – გერმანია და ესპანეთი.

სიმღერის ავტორი, გრიპი ცნობილია თავის მოკლე და აქტუალურ თემებზე დაწერილი სიმღერებით.