რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში არსებული კრიზისი შესაძლოა არ მომხდარიყო, 2020 წელს დონალდ ტრამპისთვის არჩევნებში გამარჯვება რომ არ მოეპარათ.
„მე არ შემიძლია არ დავეთანხმო მას [ტრამპს], რომ პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, 2020 წელს მისი გამარჯვება რომ არ მოეპარათ, მაშინ შესაძლოა არ ყოფილიყო უკრაინაში კრიზისი, რომელიც წარმოიშვა 2022 წელს“, - აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ტრამპი პრაგმატული ადამიანია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ზიანს აყენებს აშშ-ის ეკონომიკას.
„ალბათ, მართლაც უკეთესი იქნება, რომ ერთმანეთს შევხვდეთ. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მშვიდად ვისაუბრებთ ყველა იმ მიმართულებაზე, რომელიც ინტერესს წარმოადგენს როგორც აშშ-ისთვის, ასევე რუსეთისთვის. ჩვენ მზად ვართ“, - დასძინა მან.