არჩილ კალანდია: ჩინეთთან დაახლოება ავტომატურ რეჟიმში ნიშნავს ევროპასთან დაახლოებას და ევროპასთან დაახლოება ნიშნავს ჩინეთთან დაახლოებას

არჩილ კალანდია: ჩინეთთან დაახლოება ავტომატურ რეჟიმში ნიშნავს ევროპასთან დაახლოებას და ევროპასთან დაახლოება ნიშნავს ჩინეთთან დაახლოებას

ჩინეთთან დაახლოება ავტომატურ რეჟიმში ნიშნავს ევროპასთან დაახლოებას და ევროპასთან დაახლოება ნიშნავს ჩინეთთან დაახლოებას, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა ელჩმა ჩინეთში, სინოლოგმა არჩილ კალანდიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„ერთობლივ განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა იმ დღეს, როდესაც ოფიციალურად გაცხადდა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, იქ იყო ერთ-ერთი პუნქტი, სადაც აღნიშნავდა საქართველოს ჩართულობას აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპა პლუს ჩინეთი ეკონომიკურ ფორმატში. ეს არის ფორმატი, რომელიც ჩინეთმა განსაზღვრა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, სადაც დღეს უკვე მასშტაბური პროექტები ხორციელდება.

აქედან გამომდინარე, ჩინეთმა გვაღიარა ევროპულ სახელმწიფოდ. მანამდე, მათ წარმოდგენებში საქართველო იყო დსთ-ს სივრცის ქვეყანა და ამ მხრივ ბევრი მუშაობა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოდ ეღიარებინა ჩინეთს საქართველო. ამ ფორმატში ჩვენ გვიჩნდება დამატებითი მექანიზმი ევროკავშირის 9 სახელმწიფოსთან თანამშრომლობის, ასევე გვიჩნდება დამატებითი შესაძლებლობა, რომ მაღალ და უმაღლეს დონეზე ჩინეთთან გვქონდეს სისტემატური ურთიერთობები“, - აღნიშნა არჩილ კალანდიამ.

მისი თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იყოს ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი რგოლი აზერბაიჯანთან ერთად ჩინეთ-ევროკავშირის სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებში.