ეს ურთიერთობები აუცილებლად დალაგდება. ის, რომ ოპოზიციონერებს რაღაცების იმედი აქვთ და თუ ისინი ფიქრობენ, რომ თავიანთი გადაღებული ფოტოებით და დეზინფორმაციით შეიყვანენ ქართველებს შეცდომაში და თითქოს ალაგებენ ურთიერთობებს აშშ-სთან, ძალიან ცდებიან, ვინაიდან ბატონ ტრამპს ყველაფერზე აქვს ინფორმაცია, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„მას ასევე აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებითაც, თუ როგორი სიტყვებით ლანძღავდა რადიკალური ოპოზიციის ძალიან დიდი ნაწილი ბოლო 4 წლის განმავლობაში, როგორ ეძახდნენ მას რუსეთის აგენტს და ა.შ.
მოგეხსენებათ, რომ ბატონი დონალდ ტრამპის ძირითადი დასაყრდენი ქვეყანა ევროკავშირში არის უნგრეთი, ის თავად საუბრობს ამასთან დაკავშირებით, ბატონი ორბანი მისი ძალიან ახლო მეგობარია. შესაბამისად, აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია, რომელიც ბატონ დონალდ ტრამპს და მის ადმინისტრაციას უნდა ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის რეალობა საქართველოში, მერწმუნეთ, რომ ბატონ ტრამპს და მის ადმინისტრაციას აქვს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.