ნოშრევან ნამორაძე: დეტალები ვიცი, ამ კონკრეტული წერილის ავტორები ვინ არიან. სირცხვილია ეს ყველაფერი, უნდა მოეთხოვოს პასუხი სათითაოდ ყველას. ეს მეთოდები, რითაც ისინი ჩვენზე ძალადობენ, წარსულს უნდა ჩავაბაროთ

ნოშრევან ნამორაძე: დეტალები ვიცი, ამ კონკრეტული წერილის ავტორები ვინ არიან. სირცხვილია ეს ყველაფერი, უნდა მოეთხოვოს პასუხი სათითაოდ ყველას. ეს მეთოდები, რითაც ისინი ჩვენზე ძალადობენ, წარსულს უნდა ჩავაბაროთ

ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდი სცენარი აქვთ დაწერილი, ალბათ ეხმარებიან გარკვეული ქვეყნებიდან მათ ამ სცენარის განხორციელებაში, - განაცხადა ბიზნესმენმა, ნოშრევან ნამორაძემ რადიკალთა მიერ წამოწყებულ ბულინგისა და ზეწოლის კამპანიაზე იმ ბიზნესკომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებში არ ჩაერთნენ.

„იციან ეპიცენტრები, სად უნდა უტყან, რომ შედეგი მიიღონ. ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდი სცენარი აქვთ დაწერილი, ალბათ ეხმარებიან გარკვეული ქვეყნებიდან მათ ამ სცენარის განხორციელებაში. 100% ჩავარდნა აქვთ, უბრალოდ მათი ამოცანა იყო, რომ მღელვარება გამოეწვიათ მოსახლეობაში. მათთვის მისაღებია ყველა მეთოდით იბრძოლო, ოღონდ მოხვიდე მთავრობაში.

2003-2012 წლებში ზუსტად ამ მიმართულებით მიდიოდა ქვეყანა, ანუ სხვის უბედურებაზე თავიანთ კეთილდღეობას აგებდნენ. ოპოზიციური პოლიტიკური ველი იპოვეთ სწორი და არა შანტაჟით, ტერორით და აწიოკებით. ეს არის პირდაპირ ბიზნესმენების აწიოკება. ახლა ცდილობენ ძალადობას, რომ რამენაირად გაგვთიშონ, რამენაირად ჩვენი პარალიზება მოახდინონ. მსგავსი რამ წარმოუდგენელია, არ მოხდება“, - აღნიშნა ნოშრევან ნამორაძემ.

მან რადიო „თავისუფლების“ ქართული რედაქციის მიერ გამოქვეყნებული, „დასასანქცირებელი“ ქართველების სიის შესახებაც ისაუბრა, რომელიც თითქოსდა, ანონიმურმა პერსონამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნად წარდგენილ მარკო რუბიოს გაუგზავნა.

„დეტალები ვიცი, ამ კონკრეტული წერილის ავტორები ვინ არიან. სირცხვილია ეს ყველაფერი, უნდა მოეთხოვოს პასუხი სათითაოდ ყველას, მათი ლუსტრაცია უნდა მოხდეს იმიტომ, რომ ეს მეთოდები, რითაც ისინი ჩვენზე ძალადობენ და რასაც ცდილობენ, წარსულს უნდა ჩავაბაროთ. ეს მშვიდობა რომ არ დავაფასოთ და წყნარი ეტაპობრივი სწორი მართვა ქვეყნის რომ არ დავაფასოთ, არ შეიძლება და წარმოუდგენელია. ვფიქრობ ჩვენი ქვეყანა ადგას ჭეშმარიტ ქართულ გზას და არავისი ვასალი არ უნდა გახდეს“, - განაცხადა ნოშრევან ნამორაძემ.