„ტრამპის ადგილას გავარკვევ, ეს ხელისუფლება მიდის თუ არა რეალურად რუსეთისკენ და თუ არ მიდის, ფეხებზე არ მკიდია რა მოხდება ამ ქვეყანაში? - აი, ამის მეშინია ყველაზე მეტად“

„ტრამპის ადგილას გავარკვევ, ეს ხელისუფლება მიდის თუ არა რეალურად რუსეთისკენ და თუ არ მიდის, ფეხებზე არ მკიდია რა მოხდება ამ ქვეყანაში? - აი, ამის მეშინია ყველაზე მეტად“

როგორ განვითარდება ქვეყანაში პოლიტიკური პორცესები და არსებობს თუ არა იმის რესურსი, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის რაიმე კომპრომისი გამოინახოს? „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ოპოზიციის მოქმედებები და გეგმა „ქართულ იოცნებას“ ვერ აიძულებს რაიმე კომპორმისზე წავიდეს. ამ ეტაპზე ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით საფრთხე არ ემქურება, თუმცა ბევრი რამ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული. პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ სიტუაცია საკამოდ რთულია, რასაც ოპოზიციის არასწორი მოქმედებები კიდევ უფორ ართულებს და პოლიტიკური პორცესები ჩიხში შეჰყავს.

ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი ჩიხშია შესული, ოპოზიცია ამბობს, რომ არ აპირებს რაიმე კომპრომისზე წასვლას, არც მოლაპარაკებას, „შარლ მიშელი 2“-ც არ იქნება. ხელისუფლება კი ფიქრობს, რომ ოპოზიციას არც გეგმა აქვს და საერთოდ, გასულია პოლიტიკური პროცესებიდან. როგორ აფასებთ ოპოზიციის მოქმედებებს?

- ახლა, ერთადერთი რისი იმედიც მაქვს ის არის, რომ როგორც ტრამპი იტყვის, ისე იქნება ყველაფერი. სხვა ამაზე უფრო პოზიტიური მოლოდინი ვერ მექნება. მე ოპოზიციის არგუმენტი მესმის იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებასთან, რომელიც ხან გიჭერს და ხანაც გიბარტყუნებს, ლაპარაკს აზრი არა აქვს. თუმცა მაკვირვებს ის, რომ თავად ოპოზიციის მოქმედებაც ლოგიკაში არ ჯდება. თუ გადადიხარ იმ გეგმაზე, რომ არც მოლაპარაკება გინდა, არც კომპრომისზე წასვლა, მაშინ უნდა სახავდე ისეთ გეგმებს, რომ ხელისუფლება იძულებული გახადო ხელახალი არჩევნები ჩაატაროს. ქუჩებში სიარული, ტელეთერებიდან მოსახლეობის წყევლა-კრულვა, ლანძღვა ხომ ხედავენ, რომ უკუშედეგს იწვევს.

რა უნდა ქნას ოპოზიციამ და როგორ უნდა აიძულოს ხელისუფლება, რომ არჩევნები ჩანიშნოს? არ მოგეწონათ 3-საათიანი გაფიცვის აქცია - პერფორმანსი?

- საერთოდ, გაფიცვის იდეა  ოპოზიციაში „ოცნების“ შეგდებული თემა მგონია. არ ვიცი, აბა, სხვა რა შეიძლება კაცმა იფიქროს, როცა ეს არის საკუთარ ფეხებში იარაღის სროლა. ამით ეფიცებიან „ოცნებას“, რომ საკუთარ ფეხებში ვისვრი, შენ თუ თანხმობაზე არ წამოხვალ და ახალ არჩევნებს არ დანიშნავო? ისიც დასცინის ოპოზიციას და ეუბნება, ისროლეო. რაც უფრო მეტს გაისვრის ოპოზიცია ასეთს, მით უკეთესი ხელისუფლებისთვის. ამიტომ სანამ ოპოზიციას ფეხი აქვს, საკუთარი თავი კი არ უნდა იზიანოს, არამედ რაღაცა სხვა გზაზე გადავიდნენ, რომ ხელისუფლება შეწუხდეს. ამით რა ხელისუფლება უნდა შეწუხდეს, რაღაცა სამი კერძო დაწესებულება 3 საათით რომ გაიფიცა? ოპოზიცია დამალული, ჩაკეტილია და საკუთარი ტელეეთერები განსხვავებული აზრისთვის დახშული აქვთ. არ უნდათ სხვა პოზიციის მოსმენა, როგორ უნდა წარიმართოს პროცესები, რომ ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოვიდეს. ესეც ხელისუფლების საქმის კეთებაა. ამიტომ ვეღარ ვხვდები, ეს ოპოზიცია მოსყიდულია თუ სულელები არიან და არაფერი აღარ ეშველებათ.

ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ოპოზიცია, რომელსაც ხელისუფლების შცვლის ყველა მცდელობა წყალში ჩაუვარდა, საერთაშორისო დონეზეც ვერ დაამტკიცა 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბება, თებერვალში პარლამენტში შევა. თქვენი მოლოდნი როგორია, წავა ამ ნაბიჯზე თუნდაც ოპოზიციის ნაწილი?

- ვიმეორებ, ეს მხოლოდ ღმერთმა და ტრამპმა იცის. მეტი არავინ მეგულება, რომ ვინმემ იცოდეს, რა მოხდება. ამ პარლამენტში შესვლა ოპოზიციისთვის უკვე უხერხულია. ისე მოაწყვეს სიტუაცია, რომ თუ შევლენ, არ ვიცი, მათი პოლიტკური მომავალი რა იქნება. ყველას ესმის, რომ ახალი არჩევნები საჭიროა, მაგრამ ნაკლებად მჯერა, რომ ოპოზიციის ქუჩაში სიარულით, გაფიცვებით, ეს შედეგი მიღწევადია. თუ ვინმეს შედეგის მიღწევა უნდა, მაშინ საჯაროდ უნდა ისაუბროს იმაზე, რასაც აკეთებენ, გამოიღებს თუ არა შედეგს. დისკუსიები უნდა არსებობდეს იმაზე, რა უნდა ვქნათ და როგორ გამოვიწვიოთ მეტი ადამიანის მღელვარება, რომ ხალხმა დაგვიჯეროს არჩევნების გაყალბება. ფაქტია, რომ „ოცნებას“ ქვეყნის შიგნით უკვე საფრთხე არ ემქურება. ხალხი რაზე გაბრაზდება უცბად და ქუჩაში გამოვარდება, ეს სხვა საკითხია. თუმცა დასავლეთიდან რა რეაქცია იქნება, რას იზამს ტრამპი და მისი ადმინისტრაცია, გამოჩნდება.

ოპოზიციის ნაწილი ამერიკაში იმყოფება, რამდენად არის შესაძლებელი მათ მოახერხონ ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია და იქნება თუ არა მათი განცხადებები დამაჯერებელი კონსერვატორებისთვის, როცა ჩვენი ოპოზიცია ბაიდენის ადმინისტრაციის გულმხურვალე მხარდამჭერი იყო?

- „ლელოს“ და სხვა ოპოზიციონერი ლიდერების ამერიკაში ვიზიტი, ჩვეულებრივი ქართველი პოლიტიკოსების ქცევაა - როცა წარსულში სოციალისტი და ვოუქი იყავი, კლინტონის და დემოკრატების ფანი, ახლა უცბად რესპუბლიკელების მხარდამჭერი გახდი. ბატონი ხაზარაძე და ჯაფარიძე არიან გამოცდილი ბიზნესმენები, ამიტომ ახლა ცდილობენ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან დაალაგონ სიტუაცია. ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ჩემზე ტრამპისტები არიან. ზუსტად იგივე მოტივებით არიან ჩერგოლეიშვილი და მისი მეუღლე ბოკერია წასულები, მინიმუმ, ხალხს უთხრან, რომ ვითომ ტრამპთან დაალაგეს რაღაცები და უკვე იციან, როგორ იქნება მომავალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა. ხაზარაძეს წაყვანილი ჰყავს თავისი ტელევიზია „ტვ პირველი“ და იქიდან ნაირნაირ პოზებში გვაჩვენებენ ხაზარაძეს - შემწვარი ხაზარაძე, მოხარშული, ფეხზე მდგომი და დამჯდარი ხაზარაძე. ამიტომ ნაკლებად საინტერესოა ჩვენი ოპოზიცია იქ ვისთან რის დალაგებას ცდილობს. ამით აქ რომ არაფერი შეიცვლება, ეს ფაქტია.

ხელისუფლებაც ამბობს, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციას ცდილობს და გულხელდაკრეფილი არ ზის. როგორ წარმოგიდგენიათ ახალი ადმინისტრაციის პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით, როცა სახეზეა გაფუჭებული ურთიერთობა, დასანქცირებული მაღალჩინოსნები და პოლიტიკური კრიზისი?

- ტრამპის ადმინისტრაციას რას ვეუბნებით, ქართველები ვინ ვართ? ერთი მხრივ, გვყვას ხელისუფლება, რომლის მიერ ჩატარებულ არჩევნებს არ ვაღიარებთ მოსახლეობის ნაწილი. ასევე, ეს ხელისუფლება წინა ამერიკის ხელისუფლების მიერ არის დასანქცირებული, რომელიც, დიდი ალბათობით, ტრამპს გადაბარდება და როგორც პრობლემას უნდა მიხედოს. მეორე მხრივ, არის ოპოზიცია, რომელსაც ტრამპის თვალით რომ შეხედო, ამათი ხელისუფლებაში მოყვანა როგორ უნდა უნდოდეს? გამოდის, ერთი დიქტატორი სააკაშვილი ციხეში ზის, ეს მოქმედი ხელისუფლება რაღაცას შვრება თავისთვის. ამიტომ ტრამპის ადგილას გავარკვევ, ბოლოსდაბოლოს ეს ხელისუფლება მიდის თუ არა რეალურად რუსეთისკენ. თუ არ მიდის და მაინც რაღაცაზე მელაპარაკება, ფეხებზე არ მკიდია რა მოხდება ამ ქვეყანაში? აი, ამის მეშინია ყველაზე მეტად. საბოლოო ჯამში, ჩვენთან ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ისეთია, როგორიც არის. ამას დამატებული ოპოზიციური მედია, რომელიც ფრინველის ტვინით მოძრაობს და იმასაც არ უყურებენ უცხოურ მედიებში რა ხდება. ამიტომ ტრამპზე ვინ რა იმედებს ამყარებს, მე არ ვიცი, გამოჩნდება ძალიან მალე.

Gami ტრამპი პირდაპირ ხვიჩია- მეგრელიშვილ- რაქვიაშვილ- საბოს უნდა დაელაპარაკოს, ოღონ მანამდე ერთი "დობრი მასტერკა" უნდა ჰქონდეს მოწეული! ეს უსარგებლო იდიოტი ხვიჩიაც არ აღიარებს არჩევნებს? მაშინ ამ ჩემისპრინციპულმა რატომ აიღო ფული?!
6 საათის უკან
დოი იაგო არ ხარ უჭკუო და აღიარე ჩელიაბინსკში ხარ თუ თბილისში!... რა ტვინი წაიღეთ ამ რუსეთის ძახილით,საქართველოში ვართ ,ამიერკავკასიაში!
5 საათის უკან