მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ეს ხალხი მხოლოდ მაშინ დაწყნარდება, როდესაც მიაღწევენ მიზანს და რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრებამდე საქართველოს ჩართავენ ომში. ეს მიზანი რომ აქვთ, უნდა გვახსოვდეს

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ეს ხალხი მხოლოდ მაშინ დაწყნარდება, როდესაც მიაღწევენ მიზანს და რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრებამდე საქართველოს ჩართავენ ომში. ეს მიზანი რომ აქვთ, უნდა გვახსოვდეს

ეს ხალხი მხოლოდ მაშინ დაწყნარდება, როდესაც მიაღწევენ მიზანს და [რუსეთ-უკრაინის] ომის დამთავრებამდე საქართველოს ჩართავენ ომში. ეს მიზანი რომ აქვთ, უნდა გვახსოვდეს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის მისამართით.

„ეს ხალხი მხოლოდ მაშინ დაწყნარდება, როდესაც მიაღწევენ მიზანს და [რუსეთ-უკრაინის] ომის დამთავრებამდე საქართველოს ჩართავენ ომში. ეს მიზანი რომ აქვთ, უნდა გვახსოვდეს. ჩვენ [ხელეისუფლებას] რომ ტრამპის ადმინისტრაციის იმედი გვაქვს, იმედის საფუძველს გვაძლევს ერთადერთი რამე, რომ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ამომრჩეველს ჰპირდებოდა ომის დამთავრებას. თუ „დიფ სთეითის“ დამარცხება მოახერხეს, გაცილებით კარგ მდგომარეობაში ვიქნებით, რადგან საქართველოს მიმართ ომის ინტერესი გაქრება და ამ ინტერესის გაქრობა ჩვენს ქვეყანას ძალიან მაგრად აწყობს“, - აღნიშნა მდინარაძემ.