Magyar Nemzet: ორბანმა ტრამპს განუცხადა, რომ თავის პოზიციას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არ შეცვლის

Magyar Nemzet: ორბანმა ტრამპს განუცხადა, რომ თავის პოზიციას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არ შეცვლის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა, რომ ის საკუთარ პოზიციას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არ შეცვლის. ინფორმაციას უნგრული გამოცემა Magyar Nemzet-ი ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით, ორშაბათს ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ტრამპმა ორბანს დაურეკა და ის ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებზე დაპატიჟა. თუმცა, როგორც უნგრული მედია იუწყება, უნგრეთის მთავრობის თავმჯდომარემ თეთრი სახლის ლიდერს მიანიშნა, რომ ის საკუთარი პოზიციის შეცვლას არ აპირებს.

მოგვიანებით ორბანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში უსაფრთხოების გარანტიებს არ იძლევა, შესაბამისად კიევის წევრობის დაკავშირება უსაფრთხოების საკითხებთან საჭირო არ არის და სახიფათოა.