დავით მათიკაშვილი: ამაზრზენია ეს დამოკიდებულება - საკუთარ თვალში დირეს, რომ არ პოულობენ და სხვის თვალში ბეწვებს ეძებენ

დავით მათიკაშვილი: ამაზრზენია ეს დამოკიდებულება - საკუთარ თვალში დირეს, რომ არ პოულობენ და სხვის თვალში ბეწვებს ეძებენ

ამაზრზენია ეს დამოკიდებულება - საკუთარ თვალში დირეს, რომ არ პოულობენ და სხვის თვალში ბეწვებს ეძებენ, - ასე ეხმაურება საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების დუმილს IDFI-ს ხელმძღვანელის სკანდალთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ამაზრზენია არა თავად ფაქტი, არამედ დამოკიდებულება კონკრეტული ენჯეოების“ მხრიდან.

თვითონ უშუალოდ ბიზნესის არსებობა კი არ არის ამაზრზენი? ამაზრზენი და მიუღებელი არის ის დამოკიდებულება, რაც კონკრეტულ ამ ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებს და სამოქალაქო ორგანიზაციებს აქვთ ზოგადად ქვეყანასთან, ხალხთან და ხელისუფლებასთან დაკავშირებით. ამაზრზენია ეს დამოკიდებულება - საკუთარ თვალში დირეს, რომ არ პოულობენ და სხვის თვალში ბეწვებს ეძებენ. სინამდვილეში ხომ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს მოცემულობა არ არის ერთადერთი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

IDFI-ს სკანდალიდან მესამე დღეს ენჯეოები“ ისევ დუმილს ინარჩუნებენ. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი კლდიაშვილის რუსეთის მოქალაქეებთან ბიზნეს თანამშრომლობაზე არცერთი მათგანი კომენტარს არ აკეთებს.

იმედინიუსისთვის“ ცნობილი გახდა, რომ გიორგი კლდიაშვილს ბიზნესი აქვს რუსეთის მოქალაქეებთან, გიორგი როჩიკაშვილთან და დავით სპარსიაშვილთან ერთად, კერძოდ, ამ პირებთან ერთად, კლდიაშვილი შპს ქვევრების“ დაფუძნებელია და კომპანიის 32.32 პროცენტს ფოლობს, გიორგი როჩიკაშვილი 26.2 პროცენტს, ხოლო, დავით სპარსიაშვილი - 5.5 პროცენტს.