ძალიან სამწუხაროა ნებისმიერი ასეთი ფაქტი და ძალადობა. ჩვენ ყოველთვის ვგმობთ ძალადობას არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხრიდან მოხდება და ვინ იქნება დაზარალებული, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
„ფსიქოლოგიური ძალადობა და ბულინგი, რაც მიმდინარეობს პოლიტიკოსებზეც, ჩვენ ამასაც ძალადობაში ვთვლით. ძალიან სამწუხაროა, რომ დიპლომატიური კორპუსი ამას არ ეხმიანება და პირიქით, ახალისებენ.
გუშინდელ კადრებში მე რაც ვნახე ის იყო, რომ ბატონმა გახარიამ დაიწყო ფიზიკური ძალადობა ბატონ დიმიტრი სამხარაძეზე და შემდეგ უკვე რეაგირებაც ბატონი დიმიტრისგან მოულოდნელი არ იყო. ამ თემაზე რა თქმა უნდა გამოძიება დაწყებულია“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
რატომა არაა კადრი ერთიანი, რატომაა ამოჭრილი?