ვლადიმერ ბოჟაძე: ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ იცით, რომ ეს არის გენერალური მდივნის ვიზიტის გაგრძელება

ვლადიმერ ბოჟაძე: ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ იცით, რომ ეს არის გენერალური მდივნის ვიზიტის გაგრძელება

ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, თქვენ იცით, რომ ეს არის გენერალური მდივნის ვიზიტის გაგრძელება, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, მაშინ პრემიერ-მინისტრთან ერთად შეთანხმდნენ, რომ შესაბამისი დელეგაცია ჩამოვიდოდა, რომელიც უფრო კარგად გაეცნობოდა ადგილზე სიტუაციას.

„რაც შეეხება რა ინფორმაციას მივაწვდით მმართველი გუნდი, რა თქმა უნდა, ეს იქნება ერთადერთი ინფორმაცია, ერთადერთი სიმართლე, რომელიც არსებობს 26 ოქტომბერთან დაკავშირებით, 28 ნოემბრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მომხსენებლებს ექნებათ საშუალება კიდევ ერთხელ გადაამოწმონ ადგილზე არსებული ინფორმაცია და სიტუაცია“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის დელეგაცია საქართველოშია. ასამბლეის მონიტორინგის მისია, დღეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება.

მარბიელი ბოჟაძე ამბები გე-სთან ამბობს, არ ვიცი რა მოხდა წუხელ ბათუმის შერატონში, მაგრამ ვიცი, რომ ეს არ იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება, ეს კონფლიქტი იყოო :))
თუ არ იცი ვინ ჩაიდინა, რა იცი რა ჩაიდინა? ანუ ლუასაბის ბუზების ლოგიკაა? :))
53 წუთის უკან
კანუდოსელი რა დღეშია ეს საცოდავი მარბიელი, ყველა სტატიის ქვეშ გახარიას ცემაზე აკომენტარებს.
39 წუთის უკან