რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის მხრიდან, სავარაუდოდ, არ იქნება კოორდინირებული ძალისხმევა 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებასთან დაკავშირებით

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის მხრიდან, სავარაუდოდ, არ იქნება კოორდინირებული ძალისხმევა 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებასთან დაკავშირებით

ევროკავშირის მხრიდან, სავარაუდოდ, არ იქნება კოორდინირებული ძალისხმევა 2024 წლის ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებასთან დაკავშირებით, - წერს „რადიო თავისუფლების“ ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი.

თავის სტატიაში, რიკარდ იოზვიაკი აღნიშნავს, რომ ბრიუსელში ახლა მიიჩნევენ, რომ საქართველო იქნება თურქეთის მსგავს მდგომარეობაში - ოფიციალურად ევროკავშირის კანდიდატი, რომლის წევრობის გზა არსებითად გაყინულია.

მისი თქმით, ჯერ კიდევ არ არსებობს ევროკავშირის ერთიანი პოზიცია, როგორ მოიქცეს თბილისთან მიმართებაში.