„აშშ-ს დარჩა ერთადერთი რამ საქართველოს მიმართ - ეს არის ომის გამოცხადება“ - აშშ-მ ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა

„აშშ-ს დარჩა ერთადერთი რამ საქართველოს მიმართ - ეს არის ომის გამოცხადება“ - აშშ-მ ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა

ქართული ოცნებისსაპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ავრცელებს განცხადებას, რომლის თანახმადაც, როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირზე, ბიძინა ივანიშვილზე და მის მიერ კონტროლირებულ კომპანიებზე სანქციების შედეგად რიგი შეზღუდვები წესდება. შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაში, რომელშიც ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა ის მას პირდაპირ თუ არაპირდაპირ აკონტროლებს, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50%- თუ მეტს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ ასანქცირებს ბიძინა ივანიშვილს, რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის. მისივე განმარტებით, ივანიშვილისა დაქართული ოცნების ქმედებებმა ჩამოშალა დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყო ადამიანის უფლებების შელახვას და აღკვეთა ფუნდამენტური თავისუფლებებით სარგებლობის უფლება საქართველოში.

აღნიშნულს გამოეხმაურნენ საქართველოშიც. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ფორმალური დასანქცირებით არაფერი შეცვლილა, რადგან დე ფაქტო ისედაც დასანქცირებულია. მისივე შეფასებით, ეს არის რეალურად ჯილდო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის.

ბატონი ბიძინა ივანიშვილი აქამდეც იყო დე ფაქტო სანქციების ქვეშ და მას აშანტაჟებდნენ მთელი სამი წლის განმავლობაში თითქმის ფორმალური სანქციებით. ახლა ეს შანტაჟის საფუძველიც გამოეცალათ ხელიდან. რაღა ეშველება ოპოზიციას, არ ვიცი. ეს არაფორმალური სანქციები მოქმედებდა ერთადერთი რამის გამო - ამ ადამიანმა არ დათმო ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები.

თქვენ იცით, რა იყო ჩვენი ქვეყნის გამოწვევები 2022 წელს, რას ითხოვდნენ გუნდისგან, რას ითხოვდნენ კონკრეტულად ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან და სწორედ იმის გამო, რომ ის არ დაუპირისპირდა ჩვენი ქვეყნის ძირეულ, საკვანძო ინტერესებს, ამის გამო ჯერ აამოქმედეს დე ფაქტო სანქციები და ახლა უკვე, საბოლოო ჯამში, მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რასაც არ აქვს არავითარი არსებითი დატვირთვა. პირიქით, ამ გადაწყვეტილებით საბოლოო ჯამში გამოიცალეს მათ ხელიდან შანტაჟის ინსტრუმენტი. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ყველაფერი სხვა მიმართულებით შეიცვლება. მე მქონდა საუბარი ახლახან ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და მისი პოზიციაც არის ზუსტად იგივე - არაფერი განსაკუთრებული, რეალურად ეს არის ჯილდო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა იცოდა თუ რაზე მიდიოდა, რადგან ის ცარიელ ნიადაგზე არ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს.

ამ წუთებში ბედნიერი და დაუმარცხებელია ის, ვისაც სამშობლოსთვის უძგერს გული - ბიძინა ივანიშვილს სამშობლოს სიყვარულისთვის ვიღაც გადამთიელები ასანქცირებენ, რომლებმაც ვერაფერი მოახერხეს, რა მეხუთე კოლონები არ შექმნეს - ამდენ ხანს ქურდს თუ არ მოუჩანდა მამლის კუდი, ახლა გამოჩნდა ეს კუდი და ეს არის ამერიკის შეერთებული შტაბები, ბაიდენი და მისი სანაგვეზე მიმავალი სამარცხვინო ადმინისტრაცია, რომლის მსგავსი ამერიკას არ ახსოვს. ბიძინა ივანიშვილმა იცოდა რაზე მიდიოდა - ის ცარიელ ნიადაგზე არ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. ბიძინა ივანიშვილი აკეთებს იმას, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და წინსვლა, - განაცხადა გვენეტაძემ.

ედიშერ გვენეტაძის თქმითვე, ამერიკის შეერებულმა შტატებმა დღევანდელ დღემდე საქართველოს წინააღმდეგ ყველაფერი გააკეთა, ახლა მათი მხრიდან მხოლოდ ომის გამოცხადებაღა დარჩა.

მანამდე ძალიან ფერმკრთალი იყო ოპოზიცია და ამ სანქციებით ოდნავ ფერი მიეცემათ, მაგრამ რა უნდა გააკეთონ? ვერაფერსაც ვერ გააკეთებენ. მიხეილ ყაველაშვილი არჩეულია პრეზიდენტად და ჩატარდება მისი ინაუგურაცია. ჩვენ ვართ სახელმწიფო და ვინმეს ხელი არ წაუცდეს სახელმწიფოს წინააღმდეგ, თორემ ის მიიღებს იმას, რაც მისაღებია.

20 იანვრამდე ბევრი დრო არ დარჩა - რა თქმა უნდა, აშშ-საქართველოს ურთიერთობები გადაიტვირთება, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებს დარჩა ერთადერთი რამ საქართველოს მიმართ, ეს არის ომის გამოცხადება, დანარჩენი მან ყველაფერი გააკეთა დღევანდელი დღის ჩათვლით, - დასძინა ედიშერ გვენეტაძემ For.ge-სთან ინტერვიუში.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ იმედი გამოთქვა, რომ აშშ- ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში მთლიანად გადაიტვირთება ურთიერთობა და ყველაფერი დალაგდება. ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების საკითხს ასევე გამოეხმაურა ქართული ოცნებისერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე. მისი თქმით, ოპოზიცია სხვაგან დამარცხებულების უსუსურ და უშედეგო კუდის ქნევას ზეიმობს.

კიდევ ერთი მთავარი განსხვავება ჩვენსა და აგენტურულ ოპოზიციას შორის: ჩვენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებები გვიხარია და გვეზეიმება-ხოლმე და მათ - უცხოელების. ამიტომაც ვართ დაუმარცხებლები! ისე, რა საცოდავ დღეში არიან, სხვაგან დამარცხებულების უსუსურ და უშედეგო კუდის ქნევას რომ ზეიმობენ“, - დაწერა მდინარაძემ.

კარლო იმედია ეს ფაშისტები ოდესმე პასუხს აგებენ თავიანთ ჩადენილ დანაშაულობებზე. გააძევეთ მაგათი ეგრეთწოდებული ელჩი
12 საათის უკან
trampi მაგ ელჩს რაღა გაძევება უნდა, ისედაც ჩაჯმული ზის თავიაანთ საელჩოში
დაჟე გარეთაც ვეღარ ყოფს ცხვირს
კოლუმბიიიიიიი ................ ინჩა კოლუმბი?? რაც მე შენ ,,ოცნების,, პირველი ოქტომბრის მერე დედის პროჭი გაგინე ხო აგიცხადდა??
შენთან მიმართებაში ხო არაფერი შემშლია??
ერთი ტრამპმა გამიცრუა იმედები და ჯახი არ დაიწყო, თორე დანარჩენი ყველაფერი ასი პროცენტით სუ შენია
ჯერ სადა ხარ---ქართველები ვაგზლის ბოზივით გაგიგდებენ ფეხქვეშ,
თუ არადა ნახავ
8 საათის უკან
ლევკოთეა ის, რომ სააკიანის მსგავს უსამშობლოს შეუძლია იყოს მაოხრებელი გზირივით და ხელისუფლებიდან წასვლამდე, მის პოლიტიკურ ოპონენტებს შეგნებულად საქმე გაუფუჭოს და უშუალოდ წასვლის წინ, მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს, ეგ მჯერა და მინახავს.
მაგრამ, ნუთუ ამერიკაში, ახალი პრეზიდენტის მოსვლამდე სამი კვირით ადრე, მოქმედი ადმინისტრაცია საერთოდ არაფერს შეათანხმებდა შემდეგ პოტენციურ ადმინისტრაციასთან და შეგნებულად გადადგამდა ისეთ ნაბიჯებს, რაც მომავალი ადმინისტრაციისთვის კატეგორიულად მიუღებელი შეიძლება იყოს?
არ მჯერა, რომ ამერიკული პოლიტიკური სისტემა მსგავს პრინციპებზეა აგებული.
7 საათის უკან
ლევკოთეა იქნებ პირიქით, საქმეს იუოლებენ მომავალ ადმინისტრაციას და მეტ კარტ-ბლანშს უტოვებენ თავისუფალი მოქმედებისთვის მსოფლიოს სხვსდასხვა წერტილში? სირიაშიც ხომ სულ ეხლახანს მოხდა რადიკალური ცვლილებები. იქით რამდენი კონფლიქტური კერაა კიდევ, ასდაც ამერიკის მონაწილეობის გარეშე არაფერი ხდება.
7 საათის უკან
ლაზი ომს გამოგვიცხადებენ კი არა, ხორცსაკეპში გაგვატარებდნენ ან საერთოდ გადაგვასახლებდნენ აქედან, მაგრამ ვერ ბედავენ,. რუსეთის შიშით არ მიგვიღეს ნატოში, ისევ იგივე ბუასი ეშინიათ, ოღონდ ახლა პირიქით. სულ წაგვართმევს და კავკასიაში ფეხს ვეღად დავადგამთო. თანაც ექვსი მილიარდი ჰქონიათ დახარჯული, ამ ენჯეოშნიკების გამოზრდა- გამოკვებაში.
ეტყობა, იმ უდღეურიზელენსკისათვის პირობა ჰქონდათ მიცემული, შენ არ შეგეშიდეს, მშვიდობას ხელი არ მოაწერო, ომში საქართველოსაც წაგახმართო. იმიტომაც გადაუხადა ბაიდენს მადლობა - საქართველო ომში ვერ შემოტენე, მაგრამ ვინც ხელი შეგიშალა, იმას რომ ამწარებ, გულზე მომეშვა, მაინც მადლობაო.
ჩათვალეთ, რომ საქართველო ომშია, ოღონდ ბაიდენის ამერიკასთან. თანაც ისეთ ომში, ხახვსაც რომ ვერ დააჭრიან ყურებზე. ისე, ამერიკაზე ნაკლებ ქვეყანასთან, ხელის გასვრა რა საკადრისია.
ივანიშვილს სანქციები კი არა ყოველმხრივი, ფიზიკურის ჩათვლით, განადგურება ემუქრებოდა 2012 წელს არჩევნები რომ წაეგო და მაინც არ მიატოვა ქვეყანა. ფაქტიურად თავი და ოჯახი გაწირა, მაგრამ გაიმარჯვა და ორ პარასკევ დარჩენილი ბლინკენის სანქციების გამო გავა ბრძოლის ველიდან?
5 საათის უკან