2011-2012 წლებში განხორციელდა ბანკის გაკოტრების სქემა. ე.წ. დანაშაულებრივი მოქმედებები, - განაცხადა „ქართუ ბანკის“ იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა ნიკოლოზ გულუამ.
მისი ინფორმაციით, მაშინ მთავარი მოქმედი ფიგურანტი იყო გიორგი ისაკაძე, რომელმაც აღიარა 2007 წლის არარსებული საგადასახადო ვალებულება.
„კლიენტის წარმომადგენელი და თავმჯდომარე იყო გიორგი ისაკაძე, რომელმაც აღიარა 2007 წლის არარსებული საგადასახადო ვალდებულება და ამ ვალდებულების გამო განხორციელდა ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული რამდენიმე მილიონის ღირებულების ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ რეალიზაცია და იპოთეკის გაუქმება“, - გაცხადა ნიკოლოზ გულუამ.
რა როლი ჰქონდა გიორგი ისაკაძეს „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეში, ამაზე ვრცლად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც ისაუბრა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გიორგი ისაკაძე ბიზნესის რეკეტს სააკაშვილთან, ადეიშვილთან და გილაურთან თანამშრომლობით ახდენდა.