პიტერ სიიარტო:  ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ კვლავ განხორციელდა თავდასხმა - ეს არის ომში ჩვენი ჩათრევის კიდევ ერთი მცდელობა

პიტერ სიიარტო: ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ კვლავ განხორციელდა თავდასხმა - ეს არის ომში ჩვენი ჩათრევის კიდევ ერთი მცდელობა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, ნავთობსადენ დრუჟბაზე“, რომლითაც უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდება ხორციელდება, კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა, რის გამოც უნგრეთს ნავთობის მიწოდება შეუწყდა.

რუსეთ-ბელარუსის საზღვართან ახლოს, ნავთობსადენ დრუჟბაზე“ კვლავ განხორციელდა თავდასხმა - მოკლე დროში მესამედ. უნგრეთში ნავთობის მიწოდება კვლავ შეჩერდა. ეს არის კიდევ ერთი თავდასხმა ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების წინააღმდეგ, ომში ჩვენი ჩათრევის კიდევ ერთი მცდელობა. ეს წარმატებული ვერ იქნება!“, - აცხადებს სიიარტო.

მისი მტკიცებით, უნგრეთი მტკიცედ დაიცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს.

გავაგრძელებთ მშვიდობისკენ მიმართული ყველა ძალისხმევის მხარდაჭერას, ამავდროულად, მტკიცედ დავიცავთ უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს“, - აცხადებს პიტერ სიიარტო.