ტერორისტული აქტი კოლუმბიაში - დაღუპულია 20-მდე ადამიანი

ტერორისტული აქტი კოლუმბიაში - დაღუპულია 20-მდე ადამიანი

კოლუმბიაში, სანტიაგო დე კალისა და ანტიოქიის დეპარტამენტში, აფეთქებების შედეგად, 18 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია ათობით პირი, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, ტერორისტებმა სანტიაგო დე კალიში დანაღმული სატვირთო მანქანა ავიაბაზასთან ააფეთქეს, ხოლო ანტიოქიის დეპარტამენტში პოლიციის ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

"სახელმწიფო ტერორიზმს არ დანებდება. ეს დანაშაულები კანონის სრული სიმკაცრით იქნება გამოძიებული და დასჯილი", - აცხადებენ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში.