“თბილისი არტ ჰოლი“ დღეს, ქორეოგრაფიულ ანსამბლ “სუხიშვილების“ ტრადიციულ პროგრამა - “ნოსტალგიას“ უმასპინძლებს . კონცერტზე ის კლასიკური, ქართული ცეკვები შესრულდება, რომელიც ქართველ მაყურებელს ძალიან მოენატრა.
კონცერტზე შესრულებული საცეკვაო ნომრები დამსწრე საზოგადოებას საშუალებას მისცემს კარგად დავიწყებული ძველი გაიხსენოს, დროში იმოგზაუროს და დიდი ილიკოსა და ნინოს მიერ დადგმული ცეკვების განახლებული ვარიანტი იხილოს.
პროგრამა “ნოსტალგია“ ორი ნაწილისგან შედგება. მასში შესრულებული ცეკვების ნაწილი წლების განმავლობაში ახალ პროგრამასთან ერთად ქვეყნის სხვდასხვა სცენებზე სრულდებოდა. განახლებული პროგრამა “ნოსტალგიით“ კი მაყურებელს საშუალება ექნება ყველა ის ტრადიციული ცეკვა იხილოს, რომელზეც თაობები იზრდებოდნენ.