სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს არ დავტოვებ - არ მინდა ვიხილო წინადადებები, რომ ტიხანოვსკაია ან ვენესუელას პრეზიდენტი გავხდე

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს არ დავტოვებ - არ მინდა ვიხილო წინადადებები, რომ ტიხანოვსკაია ან ვენესუელას პრეზიდენტი გავხდე

მე არ დავტოვებ საქართველოს, საქართველოს დატოვებასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. მე იქ ვარ და მინდა აღვნიშნო, რომ არ ვიხილო წინადადებები, გავხდე ტიხანოვსკაია ან ვენესუელის პრეზიდენტი, რომელიც აღიარეს, როგორც კი ქვეყანა დატოვა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ვიზიტის დროს TVPWorld-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, აპირებს თუ არა საქართველოში დაბრუნებას.

„მე არ დავტოვებ საქართველოს, საქართველოს დატოვებასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. მე იქ ვარ და მინდა აღვნიშნო, რომ არ ვიხილო წინადადებები, გავხდე ტიხანოვსკაია ან ვენესუელის პრეზიდენტი, რომელიც აღიარეს როგორც კი ქვეყანა დატოვა და ახლა, როგორც გავიგე, სახაროვის პრემიაც გადასცეს. არ მინდა, როცა ყველაფერი დასრულდება. რა სარგებლობა მოაქვს ასეთ მხარდაჭერას. მე მჭირდება მხარდაჭერა ახლა ჩემს ქვეყანაში, ჩემს მოსახლეობასთან ერთად,“ - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირმა „არალეგიტიმური პარლამენტის“ მიერ არჩეული პრეზიდენტი არ უნდა აღიაროს.

„ის, რაც ევროკავშირს შეუძლია გააკეთოს, არის, რომ მინიმუმ არ აღიაროს პრეზიდენტი, რომელიც აირჩია არალეგიტიმურმა პარლამენტმა მოპარული არჩევნების შემდეგ“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა.

„თითქმის ყველა პარტნიორისგან, ერთი-ორის გარდა, ჩვენ მოვისმინეთ მორალური მხარდაჭერა, პოლიტიკური მხარდაჭერა. მათ შორის ბალტიის ქვეყნებიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთის პრეზიდენტისგან. ასე რომ, ამ მხრივ შემიძლია გითხრათ, რომ ევროკავშირიდან რეაგირება ადეკვატური იყო“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, დემოკრატიულ უკუსვლაზე უარესია.

„თქვენ ახსენეთ დემოკრატიული უკუსვლა, ეს არ არის დემოკრატიული უკუსვლა, ეს ამაზე ბევრად მეტია. ეს არის რუსული მოდელის დაწესება საქართველოში, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი უძველესი და უძლიერესი დემოკრატიული მოდელი იყო. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ახალ ნიადაგს სინჯავს, რომელიც არ არის სამხედრო ინტერვენცია, რამაც მათ არ მისცა ის შედეგები, რასაც ელოდნენ იქნება ეს უკრაინაში თუ სირიაში. ისინი რაღაც ახალს ცდიან, რაც ითვალისწინებს არჩევნების ინსტრუმენტად გამოყენებას, რაც მათ თავიანთი მარიონეტების კონსოლიდაციის საშუალებას აძლევს, რათა ამ გზით მიიტაცონ ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიისკენ, ევროპისკენ ისწრაფვიან. ეს არის ის, რამაც ევროპა უნდა შეაშფოთოს, რადგან ეს არის საარჩევნო ომის ინსტრუმენტი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში გამოიყენეს და გამოსცადეს, არამედ ამის შემდეგ ვიხილეთ რუმინეთშიც“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

Aburjga Tasmanieli რა ტიხონოვსკა, რის პრეზიდენტი?! ქალბატონო ვადა დაგიმთავრდათ და ახლა სხვა ადამიანი გახდა პრეზიდენტი! არ გაგიგონიათ ასეთი რამე, ყურმოკვრით მაინც?! გაგიჟდები კაცი ამის თავხედობის შემყურე!
2 დღის უკან
Gami რას როშავს ეს უმეცარი კახპა?
2 დღის უკან