დავით მათიკაშვილი პარლამენტში, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე: ძალიან ხშირად ვარდებიან ისეთ უხერხულ მდგომარეობაში, სადაც საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან

დავით მათიკაშვილი პარლამენტში, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე: ძალიან ხშირად ვარდებიან ისეთ უხერხულ მდგომარეობაში, სადაც საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან

ძალიან ხშირად ვარდებიან ისეთ უხერხულ მდგომარეობაში, სადაც საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან, - ასე ეხმაურება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც პარლამენტს არალეგიტიმურად მოიხსენიებს და პარლამენტშივე სამუშაოდ სტაჟირების ვაკანსიას აცხადებს.

დავით მათიკაშვილის თქმით, ოპოზიციასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ფორმით ამჟღავნებენ საკუთარ ტყუილებს.

„ჩვენს ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, მათი ნაწილი, გამორჩეულად ვინც არის პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული ან ვინც ძირეულად მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში, რის უფლებაც მათ არ აქვთ, ძალიან ხშირად ვარდებიან ისეთ უხერხულ მდგომარეობაში, სადაც საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან და არაერთგზის მომხდარა ეს. ცხადია, რომ ეს ტყუილი, რომლითაც არის არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა გაჯერებული უკვე არ ეტევა ამ ორგანიზაციების შიგნით და ზუსტად ასეთი ფორმით მჟღავნდება და საზოგადოებისთვის ხდება ცნობილი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.