ვლადიმერ ბოჟაძე: ჩვენთვის ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია არა ლეგიტიმაციის ან აღიარების თვალსაზრისით, ისედაც დადასტურებულია, არამედ, იმისთვის, რომ ახალი ფურცელი გადაიშლება საქართველო ევროსაბჭოს ურთიერთობებში

ვლადიმერ ბოჟაძე: ჩვენთვის ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია არა ლეგიტიმაციის ან აღიარების თვალსაზრისით, ისედაც დადასტურებულია, არამედ, იმისთვის, რომ ახალი ფურცელი გადაიშლება საქართველო ევროსაბჭოს ურთიერთობებში

ჩვენთვის ეს ვიზიტი არის მნიშვნელოვანი არა ლეგიტიმაციის ან აღიარების თვალსაზრისით, ისედაც ნათელია და დადასტურებულია, არამედ, იმისთვის, რომ კიდევ ახალი ფურცელი გადაიშლება საქართველო ევროსაბჭოს ურთიერთობებში, - განუცხადა ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.

ვლადიმერ ბოჟაძის თქმით, რა თქმა უნდა, ეს ასევე გავლენას იქონიებს საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებზე, ვინაიდან, მათ შორის ევროსაბჭოს წევრები არიან, ევროკავშირის ყველა სახელმწიფო.

„გენერალური მდივანი მათ შორის მათი სახელითაც, მათი მანდატითაც სარგებლობს და რა თქმა უნდა, ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი.

საწყენია, თუ ოპოზიციას ასე სწყინს საკუთარი ქვეყნის წარმატება“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ვიზიტს განაგრძობს. ალენ ბერსეს საქართველოში ჩამოსვლით უკმაყოფილოა რადიკალური ოპოზიცია.