სლოვაკეთის პრემიერი: უკრაინას ნატოში გასაწევრიანებლად არ მიიწვევენ, უკრაინა დაკარგავს თავისი ტერიტორიის მესამედს

სლოვაკეთის პრემიერი: უკრაინას ნატოში გასაწევრიანებლად არ მიიწვევენ, უკრაინა დაკარგავს თავისი ტერიტორიის მესამედს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინას ნატოში გასაწევრიანებლად არ მიიწვევენ. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

სლოვაკეთის მთავრობის მეთაურის თქმით, რუსეთი არ გაიყვანს თავის ჯარებს ოკუპირებული ყირიმიდან ან უკრაინის სხვა ნაწილებიდან.

„უკრაინას ნატოში გასაწევრიანებლად არ მიიწვევენ. უკრაინა დაკარგავს თავისი ტერიტორიის მესამედს. იქ იქნება უცხოური სამხედრო ძალები“, - აღნიშნა რობერტ ფიცომ.

მიუხედავად იმისა, რომ ფიცომ აღიარა, რომ რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი უკრაინაში შეჭრით, მან დიდწილად დაადანაშაულა დასავლეთი უკრაინის ცუდ სიტუაციამდე მიყვანაში.