მცდელობაა, რომ ბევრი მოასწრონ. არის ნაღმები, რომელიც იდება ყველგან, სადაც აშშ-ს მოქმედ ადმინისტრაციას სურს, რომ ზიანი მიაყენოს შემდეგ ადმინისტრაციას, ყველგან სადაც ის თვლის, რომ ნაღმები იმოქმედებს ამ ნაღმებს დებს

მცდელობაა, რომ ბევრი მოასწრონ. არის ნაღმები, რომელიც იდება ყველგან, სადაც აშშ-ს მოქმედ ადმინისტრაციას სურს, რომ ზიანი მიაყენოს შემდეგ ადმინისტრაციას, ყველგან სადაც ის თვლის, რომ ნაღმები იმოქმედებს ამ ნაღმებს დებს

როდესაც რაღაც კონკრეტული ვადა არის განსაზღვრული, მეტის მოსწრება უნდა ყოველთვის ადამიანი იქნება, სახელმწიფო თუ ადმინისტრაცია. მითუმეტეს, როდესაც ცუდის გაკეთება გინდა. მცდელობა არის, რომ ბევრი მოასწრონ. არის ნაღმები, რომელიც იდება ყველგან, სადაც მოქმედ ადმინისტრაციას და წამსვლელ ადმინისტრაციას სურს, რომ მაქსიმალური ზიანი მიაყენოს შემდეგ ადმინისტრაციას, ყველგან სადაც ის თვლის, რომ ნაღმები იმოქმედებს ამ ნაღმებს დებს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ აშშ-სთან ურთიერთობასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, არავის აქვს ილუზიცა, რომ ტრამპის ინაუგურაციის მეორე დღიდანვე ყველაფერი შეიცვლება თუმცა პოზიტიური სიგნალები ხელისუფლებას აძლევს საშუალებას დადებითი პროგნოზები გააკეთოს.

„რა თქმა უნდა, ერთი ჯოხის დაქნევით 20 იანვრის შემდეგ, 21 იანვარს რაღაც სხვა სამყარო ვერ იქნება ბუნებრივია მაგრამ ის, რომ ეს ქმედებები აქტიური ტემპით დაიწყება პირდაპირ გვაძლევს ამის თქმის საფუძველს, ყველაფერი რაც აქამდე მომხდარა ტრამპთან დაკავშირებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ის შეხედულებები და მიმართულებები, რაც ამ პოლიტიკოსს გააჩნია ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებით. ის, რომ მომავალ ადმინისტრაციაში უკვე დასაქმებული ილონ მასკი რა შინაარსის ინფორმაციას აზიარებს საკუთარ ვებ გვერდზე და სად მოიხსენიება საქართველო და რა კონტექსტში, ესეც გვაიმედებს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.