დავით მათიკაშვილი: დღესდღეობით, ჩვენ ერთი რამ ვიცით - ჩვენი ქვეყნის მომავალი, ის განვითარება და პროგრესი, რასაც მივაღწიეთ, მაქსიმალურად დაცულია

დავით მათიკაშვილი: დღესდღეობით, ჩვენ ერთი რამ ვიცით - ჩვენი ქვეყნის მომავალი, ის განვითარება და პროგრესი, რასაც მივაღწიეთ, მაქსიმალურად დაცულია

დღესდღეობით, ჩვენ ერთი გამორჩეული რამ ვიცით - ჩვენი ქვეყნის მომავალი, ის განვითარება და პროგრესი, რასაც მივაღწიეთ, ამ ხელისუფლების და ხალხის გადაწყვეტილებით მაქსიმალურად დაცულია, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

მან უპასუხა კითხვას, რომელიც ეხებოდა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სანქციების დაწესებას.

„სამწუხაროდ, ჩვენ ევროკავშირის მხრიდან, მათმა ქცევებმა ორმაგ სტანდარტებს მიგვაჩვია. მაშინ როდესაც ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში და წინა მთავრობაში ერთი ხელით მოქმედ ხელისუფლებასთან ჰქონდათ საუბარი, გვერდით კაბინეტში ადეიშვილთან ჰქონდათ გამართული მსჯელობა, რომელიც კარგად იციან რას წარმოადგენს და რა ოფიციალური დოკუმენტებით იძებნება. სხვა უამრავი მაგალითებიც შემიძლია მოვიყვანო, მაგრამ დღესდღეობით ჩვენ ერთი გამორჩეული რამ ვიცით - ჩვენი ქვეყნის მომავალი, ის განვითარება და პროგრესით რასაც მივაღწიეთ, ამ ხელისუფლებით და ხალხის გადაწყვეტილებით მაქსიმალურად დაცულია. ხალხმა ქართულ ოცნებას დაუჭირა მხარი და თქმა უნდა მათ ხელისუფლებამდე არავინ მიუშვებს მითუმეტეს იმ ძალადობრივი მეთოდებით, რომელიც მაგალითად მაკკეინის ინსტიტუტის კონკრეტული დოკუმენტაციის პირდაპირ უცხოეთიდან არის გაწერილი როგორც სცენარი მოქმედების“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.