მარინ ლე პენი: მაკრონს აღარ აქვს გავლენა ევროკავშირში - მისმა „ქმნილებამ“, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ის ყველაზე საშინელი ფორმით დაამცირა

მარინ ლე პენი: მაკრონს აღარ აქვს გავლენა ევროკავშირში - მისმა „ქმნილებამ“, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ის ყველაზე საშინელი ფორმით დაამცირა

ფრანგულ გაზეთ Le Parisien-თან ინტერვიუში პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს აღარ აქვს არანაირი გავლენა ევროკავშირში.

„ემანუელ მაკრონი დასრულებულია უკვე ან თითქმის დასრულებული. ეს არის ინსტიტუციური რეალობა. ემანუელ მაკრონმა დაკარგა პრემიერ-მინისტრის დანიშვნის უფლებამოსილება. მას ბევრი არაფერი დარჩა“, - აღნიშნა მარინ ლე პენმა.

„მან დაკარგა კავშირი საერთაშორისო დონეზე და გაბრაზდა ყველაზე. მას აღარ აქვს გავლენა ევროკავშირში და მისმა „ქმნილებამ“, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ის ყველაზე საშინელი ფორმით დაამცირა“, - განაცხადა მან.

კითხვაზე - ემზადებით ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის? - მარინ ლე პენმა უპასუხა:

ვემზადები ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. მისი [მაკრონის] მდგომარეობა ძალიან მყიფეა. მას პრობლემები შეიძლება შეექმნას საკუთარი ბლოკიდან, რომელიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს პრემიერ-მინისტრს. არსებობს უამრავი მიზეზი, რამაც შეიძლება უბიძგოს ემანუელ მაკრონს თავისი საპრეზიდენტო მანდატის დასრულებისკენ.