ნინო წილოსანი ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლაზე: როდესაც რევოლუცია ჩაგივარდა და შენს ბატონებთან სიტყვით გამოდიხარ, ალბათ ასე უნდა საუბრობდე - ეს არის ყველაზე დიდი შავი ლაქა, რომელიც შეიძლება მას ჰქონდეს

ნინო წილოსანი ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლაზე: როდესაც რევოლუცია ჩაგივარდა და შენს ბატონებთან სიტყვით გამოდიხარ, ალბათ ასე უნდა საუბრობდე - ეს არის ყველაზე დიდი შავი ლაქა, რომელიც შეიძლება მას ჰქონდეს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლა შეაფასა. მისი თქმით, ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა მის პოლიტიკურ ცხოვრებაში არის კულმინაციური მომენტი.

„თუ ვინმეს წაუკითხავს სერგო ორჯონიკიძის გზავნილები, მაშინ, როდესაც ის ოკუპანტისგან ითხოვდა, რომ ჯარებით შემოსულიყო და დაეპყრო საქართველოს მაშინდელ;ი ხელისუფლება, ალბათ ძალიან დიდი პარალელს გაავლებს სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ გამოსვლასთან. მაშინ, როდესაც ხალხის მხარდაჭერა არ გაქვს, როდესაც რევოლუცია ჩაგივარდა და როდესაც შენს ბატონებთან გამოდიხარ სიტყვით, ალბათ სწორედ ისე უნდა საუბრობდე, როგორც სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა. ეს არის კულმინაციური მომენტი მის პოლიტიკურ ცხოვრებაში და ალბათ ყველაზე უფრო დიდი და შავი ლაქა, რომელიც შეიძლება მას ჰქონდეს. ის იწვევდა უცხო ძალებს და უცხო პოლიტიკურ გავლენებს იმისთვის, რომ საქართველოში, ქართველი ხალხის არჩევანზე მოახდინონ გავლენა. ეს არის საკუთარი ქვეყნის წარმოუდგენელი მტრობა“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

როგორც წილოსანმა აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ საბოლოო ჯამში დასავლეთი, ევროპა და დემოკრატიული ქვეყნები დარჩებიან თავისი პრინციპების ერთგული და არავითარ შემთხვევაში, არცერთი ქმედითი ფორმით არ გამოეხმაურებიან იმ ორჯონიკიძისეულ მოთხოვნებს, რაც სალომე ზურაბიშვილმა გააჟღერა.

სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და აქციის მონაწილეების მოთხოვნებზე.

ლევკოთეა წავიკითხე ზურაბიშვილს გამოსვლა ქართულ მედიაში.
თუ თარგმანი ზუსტი იყო და თარჯიმანი არ სცოდავდა, აშკარად ტვინარეული ადამიანის ტექსტი იყო, ლოგიკურად რომ არ შეუძლია ერთი თემიდან მეორეზე გადასვლა.
განსხვავებული კი არაფერი უთქვამს იმისგან, რასაც აქამდე ამბობდა, მაგრამ ადამიანი რომ ჩქარობს რაიმეს თქმას, დახტის თემებზე და უკვე ნათქვამს უბრუნდება, ზუსტად ეგ შთაბეჭდილება დამრჩა. არადა, დაწერილ ტექსტს კითხულობდა, ვიდეოსაც რომ ვუყურე.
აშკარად პირადად მისი დაწერილი იყო და არა რომელიმე მრჩეველის, თორემ უფრო დალაგებული ტექსტი ედებოდა წინ.
1 საათის უკან