ევროპარლამენტარი ბრანისლავ ონდრუში ევროპარლამენტში ზურაბიშვილის გამოსვლაზე: ევროპარლამენტში არ უნდა ვისმენდეთ ასეთ გამოსვლებს, სადაც საქართველოში არსებული კონფლიქტის მხოლოდ ერთი მხარე ფიქსირდება

ევროპარლამენტარი ბრანისლავ ონდრუში ევროპარლამენტში ზურაბიშვილის გამოსვლაზე: ევროპარლამენტში არ უნდა ვისმენდეთ ასეთ გამოსვლებს, სადაც საქართველოში არსებული კონფლიქტის მხოლოდ ერთი მხარე ფიქსირდება

ევროპარლამენტში არ უნდა ვისმენდეთ ასეთ გამოსვლებს, სადაც საქართველოში არსებული კონფლიქტის მხოლოდ ერთი მხარეს ფიქსირდება, - ასე აფასებს ევროპარლამენტარი ბრანისლავ ონდრუში ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ გამოსვლას.

„მე საქართველოს შესახებ მაქვს ცოდნა, რადგან ამ ქვეყანაში 10 წელზე მეტია, ვმუშაობ და ჩართული ვიყავი არაერთი Twining პროექტის განხორციელებაში, რომელთა მიზანიც იყო საქართველოს შესაძლებლობების გაუმჯობესება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ამიტომ შემიძლია, ვთქვა, რომ ევროკავშირში ძალიან ცოტა წევრია, ვინც ქართული რეალობა ისე კარგად იცის, როგორც მე.

ამ გადმოსახედიდან, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ასეთი სიტყვით გამოსვლას საქართველოსადმი ჩვენი მოსაზრებების ფორმირების კუთხით ჩვენთვის არანაირი აზრი არ აქვს. ნამდვილად, ასეთი პოლიტიკური მიმართვებისას, რომელშიც საქართველოში არსებული ვითარების მხოლოდ ერთი მხარეა წარმოდგენილი, გვჭირდება რაც მთავარია, სამართლიანი და სიღრმისეული დისკუსია სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით, მათ შორის საქართველოს მთავრობასთან და ხალხთან ისტორიული კავშირებისა და პრობლემების გათვალისწინებით, ასევე ეკონომიკური ურთიერთობების მხედველობაში მიღებით, რამეთუ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში სიტუაციის მართვისას. მე ყოველთვის ვაკრიტიკებ ევროკავშირს და მისი ინსტიტუტების ამჟამინდელ პოზიციას საქართველოსთან მიმართებით, რადგან ეს პოზიცია არ ითვალისწინებს იმ რეალობას, რომლის მართვაც უწევს საქართველოს მთავრობას”, - განაცხადა ბრანისლავ ონდრუშმა.