საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადება ევროკავშირთან დაკავშირებით პრევენციული იყო.
„ამ წლების განმავლობაში ყოველთვის ვდგამდით გარკვეულ ნაბიჯებს, ხანდახან წინსწრებადაც იმისათვის, რომ ოთხი მეიდნის მცდელობა რაღაცნაირად გაგვენეიტრალებინა. გეგმების, რომელსაც რეალური საფუძველი არასდროს ედო, მომედება აგვერიდებინა, შეგვემსუბუქებინა. სწორედ ამას ემსახურებოდა ეს ნაბიჯები“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.