მაკკეინის ინსტიტუტი საქართველოში საპროტესტო აქციებზე: სასწაულია, რომ ჯერ არავინ მოკლეს - თუ მკვლელობა მოხდება მთავრობის ავაზაკების მიერ, პოლიტიკური გარემო კიდევ უფრო არასტაბილური შეიძლება გახდეს

მაკკეინის ინსტიტუტი საქართველოში საპროტესტო აქციებზე: სასწაულია, რომ ჯერ არავინ მოკლეს - თუ მკვლელობა მოხდება მთავრობის ავაზაკების მიერ, პოლიტიკური გარემო კიდევ უფრო არასტაბილური შეიძლება გახდეს

საოცრებაა, რომ ჯერ არავინ მოუკლავთ, მაგრამ ეს რისკი გაიზრდება, თუ წამება გაგრძელდება, - წერსმაკკეინის ინსტიტუტისმიერ  საქართველოში გამოგზავნილი შეფასების მისია, თბილისში ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.

ირკვევა, რომ არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაკკეინის ინსტიტუტმა, არჩევნების შემდგომი გარემოს შესაფასებლად მისია 9-13 დეკემბერს გამოაგზავნა, რომლებსაც საზოგადოების სხვადასხვა ფენასთან შეხვედრა და იმის გაგება სურდა, „როგორ უმკლავდებიან ქართველები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით გამოწვეულ სტრესს, რომელიც არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი“.

მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, საპროტესტო აქციები მოხსენიებულია როგორც მშვიდობიანი და აღნიშნულია, რომ  ათიათასობით ქართველმა მშვიდობიანი პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაცქართულმა ოცნებამგამოაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გეგმებს ოთხი წლით აჩერებს.

არჩევნების შემდეგქართულმა ოცნებამგამოაცხადა, რომ შეაჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების გეგმებს ოთხი წლით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დიდი მხარდაჭერა აქვს ევროპულ მომავალს.

ამან აიძულა ათიათასობით ქართველი დაეწყო მშვიდობიანი პროტესტი, მათ შორის იმ სოფლებში, რომლებსაც აქამდე არასდროს ჰქონიათ მსგავსი პროტესტის გრძნობა.

ჩვენმა თანამოსაუბრეებმა აღწერეს, თუ როგორ უტევდნენ და სცემდნენ მომიტინგეებს შავად ჩაცმული ბრიგადები იდენტიფიკაციის გარეშე, მაშინ, როცა ფორმიანი პოლიცია იდგა და არაფერს აკეთებდა.

მისია შეხვდა რამდენიმე ახალგაზრდას, რომლებმაც თქვეს, თუ როგორ დაიჭირეს ისინი საპროტესტო აქციების შემდეგ და როგორ სცემეს უგონო მდგომარეობამდე უშიშროების ძალებმა. შემდგომში მათ ცრუ ბრალი წაუყენეს ხულიგნობასა და ვანდალიზმში.

მისია შეაშფოთა მშვიდობიანი გამოხატვის მონაწილე მოქალაქეების მიმართ ოფიციალური ძალადობის მასშტაბებმა და სიმძიმემ.

საოცრებაა, რომ ჯერ არავინ მოუკლავთ, მაგრამ ეს რისკი გაიზრდება, თუ წამება გაგრძელდება. იმ სამწუხარო შემთხვევაში, თუ ხალხი დაიღუპება სახელისუფლებო ავაზაკების ხელით, პოლიტიკური გარემო შეიძლება კიდევ უფრო არასტაბილური გახდეს.“- ვკითხულობთმაკკეინის ინსტიტუტისმიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მყოფი დელეგაცია შეხვდა პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას, არჩევნების დამკვირვებელთა ჯგუფებს, რეგიონულ სამოქალაქო ლიდერებს, უმცირესობათა თემებს, საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებს, ბიზნეს სექტორს, ხელოვნებისა და კულტურის სექტორს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. მისიამ მოითხოვა, მაგრამ ვერ მოახერხაქართული ოცნებისწარმომადგენლებთან და სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა.

დოკუმენტის ხელმომწერებს შორის არიან: „მაკკეინის ინსტიტუტისგლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი, საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, ლორა თორნტონი; საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი; საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი.

Aburjga Tasmanieli ხალხო ფრთხილად იყავით, კაციჭამია დასავლეთი, მსოფლიო მეკობრე მსხვერპლს ითხოვს, ზვარაკს! ყველაზე უდანაშაულოს და უმწეოს (ებს) შეიწირავენ! რაც მაგათ მსოფლიოში ხალხი ხოცეს და სისხლი ღვარეს რამდენიმე ქართველის მსხვერპლი რა მოსატანია! თავს გაუფრთხილდით, საკუთარ სიცოცხლეს გაუფრთხილდით რამსებ არეულო ახალგაზრდებო, გაჩერდით, სოფლად წადით ბებია-ბაბუები მოინახულეთ, წინაპართა საძვლეები, პატარა სოფლის ეკლესიებში სანთელი დაანთეთ! ნუ დაიხშობთ გულის კარს რაღაც თქვენთვის სასიკეთო გაიგონეთ შვილებო და შვილიშვილებო!
1 საათის უკან