მამუკა მდინარაძე: ცდილობენ ე.წ „კარწინკის“ დადგმას, როგორ წამოდგება კენჭისყრის წინ 700-მდე ევროპარლამენტარი და ტაშს დაუკრავს, რომ შემდეგ ყველა საინფორმაციოში ეს რამდენიმეწამიანი კადრი ტრიალებდეს

მამუკა მდინარაძე: ცდილობენ ე.წ „კარწინკის“ დადგმას, როგორ წამოდგება კენჭისყრის წინ 700-მდე ევროპარლამენტარი და ტაშს დაუკრავს, რომ შემდეგ ყველა საინფორმაციოში ეს რამდენიმეწამიანი კადრი ტრიალებდეს

ცდილობენ ე.წ. „კარწინკის“ დადგმას, სცენა უნდათ დახატონ, რომ შემდეგ ყველა საინფორმაციო საშუალებაში რამდენიმე წამიანი კადრი ტრიალებდეს, ქართული ოპოზიციის ახლად დაბადებული ლიდერის სალომე ზურაბიშვილის საპიაროდ, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ევროპარლამენტში ექსპრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიწვევას.

მისი თქმით, ევროპარლამენტმა სალომე ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტად თავადვე მოიხსენია, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს რას იტყვის ის.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ექსპრეზიდენტი რას იტყვის და ეს ჩემი მოგონილი არ არის, რადგან განცხადებაც გაკეთდა უკვე, რომ მათ მიიწვიეს ექსპრეზიდენტი. ექსპრეზიდენტი ზურაბიშვილი რას იტყვის ამას მათთვის მნიშვნელობა არ აქვს და ვინც მიიწვია და ახლა ცდილობენ ე.წ. „კარწინკის“ დადგმას, როგორ წამოდგება კენჭისყრის წინ, ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის დროს (ოღონდ უადგილო დროს იმიტომ, რომ ამ დროს გამოსვლების დრო არ არის) 700-მდე ევროპარლამენტარი და ტაშს დაუკრავს ზურაბიშვილს. ეს სცენა უნდათ დახატონ, რომ შემდეგ ყველა საინფორმაციო საშუალებაში რამდენიმეწამიანი კადრი ტრიალებდეს, ქართული ოპოზიციის ახლად დაბადებული ლიდერის სალომე ზურაბიშვილის საპიაროდ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.