გია აბაშიძე: ჯეფრი საქსი და დასავლელი პოლიტიკური აქტორები ხმამაღლა ამბობენ, რომ წარმავალი ბაიდენი გლობალურ საბოტაჟს ეწევა

გია აბაშიძე: ჯეფრი საქსი და დასავლელი პოლიტიკური აქტორები ხმამაღლა ამბობენ, რომ წარმავალი ბაიდენი გლობალურ საბოტაჟს ეწევა

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფრი საქსი და დასავლელი პოლიტიკური აქტორები ხმამაღლა ამბობენ, რომ წარმავალი ბაიდენი გლობალურ საბოტაჟს ეწევა, მათ შორის საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში. ცხადია, დესტაბილიზაციის მომხრე ამერიკელი "დემოკრატების" მზაკვრული მიზნები რამდენიმე კვირაში დასრულდება. მთავარია, სუვერენულმა საქართველომ მშვიდობიანად მიაღწიოს 20 იანვრამდე, რაშიც აბსოლუტურად დარწმუნებულია ჩვენი ბრძენი საზოგადოების უმრავლესობა, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე. 

მისივე თქმით, იმის გარდა, რომ საერთაშორისოდ თეთრი სახლის ამჟამინდელი ადმინისტრაცია "ნაღმებს" დებს მომდევნო პრეზიდენტის დასაზიანებლად, დესტრუქციული ქმედებებია აშშ-შიც. მანვე აღნიშნა, რომ ამერიკის მომდევნო ლიდერი მოკავშირეებთან ერთად, მიხედავს ბაიდენის ხელისუფლების მხრიდან ამ დასრულებად უზნეო "წყლის ამღვრევას".

„კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფრი საქსი და დასავლელი პოლიტიკური აქტორები ხმამაღლა ამბობენ, რომ წარმავალი ბაიდენი გლობალურ საბოტაჟს ეწევა, მათ შორის საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში. ცხადია, დესტაბილიზაციის მომხრე ამერიკელი "დემოკრატების" მზაკვრული მიზნები რამდენიმე კვირაში დასრულდება. მთავარია, სუვერენულმა საქართველომ მშვიდობიანად მიაღწიოს 20 იანვრამდე, რაშიც აბსოლუტურად დარწმუნებულია ჩვენი ბრძენი საზოგადოების უმრავლესობა. 
დონალდ ტრამპის თანამოაზრესთან, ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუს დროს, პროფესორმა საქსმა აღნიშნა: "ჩვენ ვხედავთ ცხელ წერტილებს გარშემო, მაგალითად ავიღოთ საქართველო, სამხრეთ კავკასიის რეგიონში, არის ხელისუფლების შეცვლის მცდელობის ტიპიური პროცესი. ეს არ გამოუვათ, მაგრამ მიზანი იყო ამ რეგიონის დესტაბილიზაცია. ამაში აბსოლუტურად ნათელია აშშ-ის ჩარევა". 
იმის გარდა, რომ საერთაშორისოდ თეთრი სახლის ამჟამინდელი ადმინისტრაცია "ნაღმებს" დებს მომდევნო პრეზიდენტის დასაზიანებლად, დესტრუქციული ქმედებებია აშშ-შიც. ამერიკის მომდევნო ლიდერი მოკავშირეებთან ერთად, მიხედავს ბაიდენის ხელისუფლების მხრიდან ამ დასრულებად უზნეო "წყლის ამღვრევას"“ , - წერს გია აბაშიძე.