კახა კალაძე კაია კალასის განცხადებაზე: მათი განცხადებები, რომ აი, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, ფარისევლურია

კახა კალაძე კაია კალასის განცხადებაზე: მათი განცხადებები, რომ აი, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, ფარისევლურია

ეს განცხადებები არის სიტყვების ბრახაბრუხი. გაიხსენეთ, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებითაც მათი განცხადებები, რომ ჩვენ ვრჩებით ქართველი ხალხის ერთგული, მაგარი ხალხი ხართ ქართველები, მაგრამ აი, ხელისუფლება გყავთ ცუდიო, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას, როდესაც მას საგარეო საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენლის, მარია კალასის განცხადებების კომენტირება სთხოვეს, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა, ქართველ ხალხს კი სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

თბილისის მერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობამ აირჩია, არავის მისცემს ქვეყანაში არეულობის გამოწვევის შესაძლებლობას.

მისივე თქმით, კაია კალასის განცხადება ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერის გაგრძელებასთან დაკავშირებით, ფარისევლურია და გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.

„ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია „ქართული ოცნება“, შემოხაზა 41 ნომერი, რატომ? იმიტომ რომ „ქართული ოცნება“ არის ქართული ხელისუფლება, ის გუნდი, ვინც იცავს ქვეყნის ინტერესს და არ აძლევს ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ მარგინალებს საშუალებას, ქვეყანა გამოიყენონ თავიანთი ბინძური ზრახვებისთვის და მოაწყონ ისეთივე ვითარება ქვეყანაში, როგორიც დღეს, სამწუხაროდ, უკრაინაშია და ხედავთ, რა მდგომარეობაა იქ.

ალბათ ტრამპის განცხადებებიც მოისმინეთ უკრაინასთან დაკავშირებით, სადაც უმძიმესი მდგომარეობაა. ამიტომ ეს განცხადებები, რომ აი, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, ფარისევლურია. დღეს, ქვეყანაში ვინც ცდილობს მოაწყოს არეულობა, დაპირისპირება, ვინც აფინანსებს რადიკალურ დაჯგუფებებს, ექსტრემისტულ ორგანიზაციებს და ის ყველაფერი, რასაც რამდენიმე დღის წინ ვხედავდით, იყო გარედან მართული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი, ასევე გამოეხმაურა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მიმართ გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნა, საქართველოს უკვე ახალი პრეზიდენტი ჰყავს.

„ქვეყანას ჰყავს ახალი პრეზიდენტი. ჩვენ გვინახავს სალომე ზურაბიშვილის ქმედებები, რომელიც არის ანტისახელმწიფოებრივი, ქვეყნის წინააღმდეგ კონკრეტულ ქმედებაში გამოხატული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

Aburjga Tasmanieli კაია კალასი ეს არის ერთი უვიცი, სულელი, ქარფშუტა, უპასუხისმგებლო თოჯინა! ვის უნდა მაგის გვერდით დომა?! თუ მაინცა და მაინც გვერდით და ა.შ. წოლაზე შეიძლება ვიმსჯელოთ!
5 დღის უკან
მარბიელი ამ კალაის ქმარი არაა რუსულ ბიზნესში ჩართული? ამისაა თუ სხვა შიბლაუსკასის რა მნიშვნელობა აქვს? სამივე კუანა მშვენივდად ვაჭრობს რუსთან და "ნეხვზე კუდს არ აკარებენ"
ამათმა მამებმა და ბაბუებმა გირჩზურაბას პოზა დაიჭირეს რუსთან მიმართებაში და როცა ფინეთი კაცურად იბრძოდა, მათ ტყვიის გაუსროლლად შეუშვეს რუსი თავიანთ ქვეყანაში 1940 წელს!
პირველი ევროჩინოცნიკი ფონდერლაიენი არაა? ეს ისაა, რომელმაც კოვიდის დროს "ფაიზერის" შემოტანაში 240 მლნ ევრო (მათ შორის პირადად 80მლნ)
ამათ რა უნდა გვასწავლონ?
5 დღის უკან