აშშ-ს პოლიციამ იმ მოზარდის იდენტიფიცირება მოახდინა, რომელმაც ვისკონსინის ქრისტიანულ სკოლაში ცეცხლი გახსნა. 15 წლის ნატალი რაპნოუმ სამი ადამიანი მოკლა, ექვსი კი დაჭრა, - იუწყება Forbes.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა გარდაიცვალა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობისგან, რომელიც თავადვე მიიყენა.
მას სამანტას სახელით იცნობდნენ და ის ქრისტიანული სკოლის „Abundant Life“-ის მოსწავლე იყო, სადაც შემზარავი ინციდენტი მოხდა.
ვისკონსინის გუბერნატორმა ტონი ევერსმა თანაუგრძნო დაღუპულთა ოჯახებს. მისი თქმით, მას, როგორც მამას, ბაბუას და გუბერნატორს ვერ წარმოუდგენია, რომ დილით სკოლაში წასული ბავშვი ან მასწავლებელი შეიძლება ვეღარ დაბრუნდნენ სახლში. ევერსის თქმით, ის არ დაიშურებს ძალისხმევას იმისთვის, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს.