ევროპარლამენტი ზურაბიშვილს ყოფილ პრეზიდენტს უწოდებს

ევროპარლამენტი ზურაბიშვილს ყოფილ პრეზიდენტს უწოდებს

ევროპარლამენტმა გაავრცელა პრესრელიზი, სადაც სალომე ზურაბიშვილი მოხსენიებულია, როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

რელიზში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სოლიდარობას უცხადებს თბილისში მომიტინგეებს, რომლებიც საკამათო საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

როგორც ევროპარლამენტის პრესსამსახური იუწყება, ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ მეცოლამ ზურაბიშვილი პლენარულ სესიაზე დაპატიჟა. „მან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის მომდევნო სესიაზე სიტყვით გამოსვლისთვის დაპატიჟა“, - აღნიშნულია პრესრელიზში.