ამ ქვეყანას მუდმივ რეჟიმში სჭირდება საფრთხეების პრევენცია, ჩვენს ქვეყანას სჭირდება გამართული კანონები, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ დაცული იყოს მაქსიმალურად საზოგადოებრივი უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, კანონი სწორედ ამაზეა გათვლილი.
„როდესაც კანონები მზადდება, ჩვენ ვსწავლობთ ხოლმე საერთაშორისო პრაქტიკას და ამ შემთხვევაშიც ეს კანონპროექტი დაფუძნებული იქნება საერთაშორისო პრაქტიკაზე. კანონი არ მოქმედებს ერთი და ორი თვით, კანონს აქვს მრავალწლიანი მოქმედების ვადა. ამ ქვეყანას მუდმივ რეჟიმში სჭირდება საფრთხეების პრევენცია. ჩვენს ქვეყანას სჭირდება გამართული კანონები, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ დაცული იყოს მაქსიმალურად საზოგადოებრივი უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამაზეა გათვლილი კანონი, რომელიც იქნა მიღებული", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.