რადიკალური ოპოზიციის ამ ბოლო მცდელობამ, მოეწყო მაიდანი ჩვენს ქვეყანაში და აერია ქვეყანა, რა თქმა უნდა, იმოქმედა ბიზნესზეც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მაიდანი ჩავარდა, ყველაფერი დამშვიდდა და რაც იყო დანაკლისი დეკემბრის პირველ ნახევარში, იანვრიდან აღდგება .
„რადიკალური ოპოზიციის ამ ბოლო მცდელობამ, მოეწყო მაიდანი ჩვენს ქვეყანაში და აერია ქვეყანა, რა თქმა უნდა, იმოქმედა ბიზნესზეც. ეს ფაქტია. მაიდანი უკვე ჩავარდა. მათ შორის, ადამიანები, რომლებიც არიან დაკავებულები ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლებრივი წესით, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი რატომაც. ძალადობრივი რესურსი მთლიანად გაუნეიტრალდა ოპოზიციას. ვინც ძალადობდა, ისინი იქნენ დაკავებულები და შესაბამისად, ვეღარ ძალადობენ. რაც შეეხება სამომავლო განვითარებას. იყო წინა სამი მცდელობა ქვეყანაში მაიდნის მოწყობის, თითოეულმა ამ შემთხვევამ იმოქმედა ბიზნესზე. მაგრამ, როგორც კი დასრულდა, გაორმაგებული ტემპებით აღდგა ბიზნესი. ახლაც იგივე მოხდება - მაიდანი ჩავარდა, ყველაფერი დამშვიდდა, შესაბამისად, რაც იყო დანაკლისი დეკემბრის პირველ ნახევარში, ის ერთიორად აღდგება მაქსიმუმ იანვრიდან",- განაცხადა პრემიერმა.