ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსით საქართველოს პოზიცია მსოფლიოში 11 ადგილით გაუმჯობესდა და ფულის გათეთრების რისკისგან თავისუფლებით დიდი შვიდეულის 3 ქვეყნას გაუსწრო

ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსით საქართველოს პოზიცია მსოფლიოში 11 ადგილით გაუმჯობესდა და ფულის გათეთრების რისკისგან თავისუფლებით დიდი შვიდეულის 3 ქვეყნას გაუსწრო

ბაზელის მმართველობის ინსტიტუტი 2024 წლის  ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსს (Basel AML Index) აქვეყნებს.  ინდექსი ფულის გათეთრების რისკს ზომავს მსოფლოს 164 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. რეიტინგში ქვეყნების რანჟირება ხდება მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბალი რისკის ქვეყნებისაკენ.  შესაბამისად რეიტინგს სათავეში ყველაზე მოწყვლადი ქვეყნები უდგას, ქვედა პოზიციებს კი წარმატებული ქვეყნები იკავებენ.   ინდექსის თანახმად საქართველოს ფულის გათეთრების რისკის მაჩვენებელი შემცირდა. ქვეყანამ შეფასების 10 ბალიანი სისტემით  4,64  მიიღო, რაც გაუმჯობესებული შედეგია.  2024 წელს გლობალურ რეიტინგში საქართველოს პოზიცია 11 საფეხურით გაუმჯობესა 102-ედან 113- ადგილამდე

ფულის გათეთრების რისკისგან თავისუფლებით საქართველომ გაუსწრო ბევრ წარმატებულ ეკონიმიკას, დიდი შვიდეულის სამ ქვეყანას,  ევროკავშირის და ნატოს წევრ 8 სახელმწიფოს : ამერიკის შეერთებულ შტატებს, იაპონიას, იტალიას,  კვიპროსს, მალტას, უნგრეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, თურქეთს, სინგაპურს, ჰონ კონგს და .

ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსის წარმობა სათავეს 2012 წლიდან იღებს. ამ 13 წლიან პერიოდში, საქართველოს სარეიტინგო მდგომარეობა 33 ადგილით არის გაუმჯობესებული

ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსი ზომავს ფულის გათეთრების და მასთან დაკავშირებული ფინანსური დანაშაულის რისკს ქვეყნებსა და იურისდიქციებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იგი იყენებს კომპოზიტურ მეთოდოლოგიას, 17 ინდიკატორით, რომელიც ერთიანდებდა ხუთ აგრეგატულ რისკ-ფაქტორში

1.   ხარვეზები ფულის გათეთრების აღკვეთის ჩარჩოში

2.    კორუფცია და თაღლითობა

3.    ცუდი ფინანსური გამჭვირვალობა და სტანდარტები

4.    ცუდი საჯარო გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება

5.    სუსტი პოლიტიკური უფლებები და კანონის უზენაესობა

ანგარიში ეყრდნობა მსოფლიო ბანკის, ამერიკის შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის და სხვა საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციების თემატურ გამოკვლევებს.  

https://index.baselgovernance.org/

 

index.baselgovernance.org