სერბეთის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცავ და სერბეთში დაპატიჟა

სერბეთის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცავ და სერბეთში დაპატიჟა

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და სერბეთში ვიზიტით დაპატიჟა. ინფორმაციას სერბეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას და გულწრფელად გისურვებთ წარმატებით და ყურადღებით შეასრულოთ საპატიო და საპასუხისმგებლო მოვალეობები, რომელიც თქვენ გაკისრიათ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი დაუღალავი ჯაფით საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისთვის თქვენ გაამართლებთ ნდობას. იმ დროს, როცა მსოფლიო ბევრი მძიმე გამოწვევის წინაშე დგას, უზენაესი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ სახელმწიფოების ლიდერები მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაზე იყვნენ ორიენტირებულნი“, - ნათქვამია ვუჩიჩის მისალოც წერილში.

ვუჩიჩი დარწმუნებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტს სერბეთის სახით სანდო და საიმედო მეგობარი ეყოლება. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნები მეგობრული ურთიერთობების განვითარებას გააგრძელებენ და, რომ მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის ერთობლივი მხარდაჭერა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში პრიორიტეტული იქნება, რაც საერთაშორისო ასპარეზზე საერთო მხარდაჭერითაც იქნება გამყარებული. იმედი მაქვს, რომ თქვენი მანდატი სერბეთისა და საქართველოს სხვადასხვა დარგებში თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ამიტომაც გეპატიჟებით მეგობრულ სერბეთში, რაც ჩვენ ყოვლისმომცველ ურთიერთობების გაძლიერებას დამატებით იმპულს შესძენდა", - დასძინა მან.